...ხოლო მისი ნათქვამი ამას ნიშნავს: უბედურებამ და ჩვენმა მძიმე ტანჯვამ იკმარა მის მოსადრეკად. რადგან დასაწყისშიც, როცა ისინი ეგვიპტიდან ათავისუფლებდა, არ უთქვამს: „ხილვით ვიხილე მათი უკეთესობისკენ მიდრეკა“, არამედ: „ხილვით ვიხილე მე ძჳრი ერისა ჩემისა, რომელ არს ეგჳპტეს შინა“ (). „და მიჴსნა ჩუენ მტერთა ჩუენთაგან“ (). რათა ცალ-ცალკე არ ჩამოთვალოს ომები, თავდასხმები, გამარჯვებები და ძლევის ნიშნები, კვლავ ერთი სიტყვით გადაუვლის ღვაწლთა წყებას, იუდეველებთან დაკავშირებულ კერძო საქმეებს ტოვებს და მის საყოველთაო განგებაზე გადადის, როცა ამბობს: „რომელმან მოსცის საზრდელი ყოველსა ჴორციელსა“ (). სხვა ამბობს: „რომელიც პურს იძლევა“. სხვა კი: „პურის მომცემი“. ამრიგად, ნაყოფთა წარმოშობა არც მიწისაა, არც წყლების, არც ჰაერების, არც სხივისა და არც რაიმე სხვა რამისა, არამედ ყოველივე მისი საქმეა....
6. და თქუა: მე ვარ ღმერთი მამისა შენისა, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. გარე-მიიქცია პირი მისი მოსე, რამეთუ ეშინოდა მიხედვად წინაშე ღმრთისა.7. ჰრქუა უფალმან მოსეს: ხილვით ვიხილე მე ძჳრი ერისა ჩემისა, რომელ არს ეგჳპტეს შინა.8. და ღაღადებაჲ მათი მესმა საქმის მაწვეველთა მათგან, რამეთუ ვიცი იგი ჭირი მათი, და გარდამოვედ განრინებად მათა ჴელისაგან მეგჳპტელთასა, გამოყუანებად მათა მიერ ქუეყანით და შეყვანებად მათა ქუეყანასა კეთილსა და ფრიადსა, ქუეყანასა მას გამომადინებელსა სძისა და თაფლისასა, ადგილსა მას ქანანელთასა და ქეტელთასა, ამორეველთასა და ეველთასა, ფერეზელთასა და გერგესველთასა და იებოსელთასა.
გამოსლვათა თავი 3