მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

გამოსლვათა 33:20

19. ჰრქუა უფალმან მოსეს: მე წარვიდე წინაშე შენსა დიდებითა ჩემითა და უწოდი სახელითა უფლისაჲთა წინაშე შენსა. და შევიწყალო, რომელი შევიწყალო და შევიწნარო, რომელი შევიწყნარო.20. და ჰრქუა უფალმან მოსეს: ვერ ძალ-გიც პირისა ჩემისა ხილვად, რამეთუ არა არს კაცი, რთმელმან იხილა პირი ჩემი და ცხონდა.21. და ჰრქუა უფალმან: აჰა ესერა, ადგილი შენ წინაშე და სდგე შენ კლდესა ზედა.
გამოსლვათა თავი 33
20. და ჰრქუა უფალმან მოსეს: ვერ ძალ-გიც პირისა ჩემისა ხილვად, რამეთუ არა არს კაცი, რთმელმან იხილა პირი ჩემი და ცხონდა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 32. „და გამოუჩნდა უფალი აბრამს" (დაბ 12:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. „გამოუჩნდა უფალი აბრამს" — ღვთის გამოცხადებისა და აღთქმის მნიშვნელობა (12:7):

...მ წერილმა ეს სიტყვა ხმარა: „გამოუჩნდა". ასეთი გამოთქმა საღვთო წერილს არ ხმარია არც აბელის, არც ნოეს და არც სხვა ვინმეს ისტორიაში. მაშ, რას ნიშნავს ეს სიტყვა: „გამოუჩნდა"? ხომ თავად წერილი სხვა ადგილას ამბობს: „ვერ ძალ-გიც პირისა ჩემისა ხილვად, რამეთუ არა არს კაცი, რთმელმან იხილა პირი ჩემი და ცხონდა" ()? მაშ, რას ვიტყვით ახლა, როცა წერილი ამბობს, რომ ღმერთი გამოჩნდა? როგორ გამოუჩნდა მართალს? ნუთუ თავად ღვთის არსება იხილა? არა, ნუ იყოფინ! მაშ, რა? ღმერთი ისე გამოჩნდა, როგორც მხოლოდ მას ეცოდინება და როგორც მართალს შეეძლო მისი ხილვა. კაცთმოყვარე, ბრძენი, გამომგონებელი და ადამიანურ ბუნებასთან შემწყნარებელი უფალი ჩვენი თავს ეჩვენება მათ, ვინც ამისთვის ღირსეულადაა მომზადებული. და ამას წინასწარმეტყველის პირით ამჟღავნებს, რომ ამბობს: „და ვთქუა წინაწარმეტყველთა მიმართ, და მე ხილვანი განვამრავლენ, ჴელსა შორის წინაწარ-მეტყუელთასა ვემსგავსე" (). მაგალითად, ესაიამ მჯდომარედ იხილა იგი, მაგრამ ჯდომა ღვთისთვის შეუფერებელია, რადგან ღმერთი არ ზის; და როგორ შეიძლება ეს უსხეულო და მოუღალავი არსებისთვის? კვლავ, დანიელმა იგი „ძუელ დღეთად" იხილა (); ზაქ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ოდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ჰრქუა მას ფილიპე: უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა. ჰრქუა მას იესუ: ესეოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არღა მიცით მე, ფილიპე? რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“ (14,8-9).:

...ილვანი, განყოფილებით ქმნულნი. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: „ღმერთი არავინ სადა იხილა“; და კუალად უფალი იტყჳს: „არცა ჴმაჲ მისი გასმიეს, არცა პირი მისი გიხილავს“; და კუალად წერილ არს: „არავინ იხილოს პირი ჩემი და ცხოვნდეს“; ხოლო ქრისტემან მხილებისსახედ ჰრქუა მას: „ესეოდენ ჟამ თქუენ თანა ვარ, და არა მიცი მე?“ და იგი მამასა ეძიებდა ხილვად, არამედ ესე არს, რომელი ვთქუ, ვითარმედ ოდენ ძეობასა შინა ჰგიეს, ყოვლითურთ თავსა შორის თჳსსა აჩუენებს მამასა. განყვნა უკუე თჳთებანი და თქუა: „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“, რაჲთა ვერვინ თქუას, ვითარმედ თჳთ არს მამაჲ და ძჱცა. რამეთუ უკუეთუმცა ესე ესრეთ იყო, არამცა ეთქუა: „რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი“. ხოლო ვინაჲთგან იტყოდა ფილიპე, ვითარმედ: „მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს“, ვითარმცა იგი ეხილვა, ამისთჳს უჩუენებს, ვითარმედ არცა იგი იცის. რამეთუ უკუეთუმცა იგი იცოდა, მამაჲცამცა იცოდა. ამისთჳს იტყოდა, ვითარმედ: „რომელმან მიხილა, იხილა მამაჲ ჩემი“. ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: არცა ჩემი შესაძლებელ არს ხილვაჲ, არცა მისი. რამეთუ ფილიპე თუალითა თჳსითა ეძიებდა ხილვასა და ჰგონებდა, ვითარმედ ქრ...

სრულად ნახვა