მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 1:15

14. წარმართთა და ბარბაროზთა, ბრძენთა და უგუნურთა თანა-მდებ ვარ.15. და ესრეთ არს გულსმოდგინებაჲ ჩემი, რაჲთა თქუენცა, რომელნი ხართ ჰრომს შინა, გახარო.16. რამეთუ არა მრცხუენის მე სახარებაჲ იგი ქრისტესი, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა, ჰურიისა პირველად და მერმე წარმართისა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 1
15. და ესრეთ არს გულსმოდგინებაჲ ჩემი, რაჲთა თქუენცა, რომელნი ხართ ჰრომს შინა, გახარო.
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ესრეთ არს გულსმოდგინებაჲ ჩემი, რაჲთა თქუენ თანაცა, რომელნი ხართ ჰრომს შინა, გახარო მე (1,15).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვითარცა-იგი ყოველთავე წარმართთა და ბარბაროზთა, ბრძენთა და უგუნურთა ქადაგებად თანამდებ ვარ, ეგრეთვე მზა ვარ, რაჲთა თქუენ თანაცა ქადაგებად თანამდებ ვიყო, და მხიარულ ვარ ამას ზედა.

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მრავალგზის მინდა მისლვად თქუენდა, და დავეყენე მოაქამდე, რაჲთა თქუენ შორისცა ნაყოფი რაჲმე მაქუნდეს, ვითარცა სხუათა მათ შორის თესლთა, წარმართთა და ბარბაროზთა, ბრძენთა და უგუნურთა თანამდებ ვარ, და ესრეთ არს გულსმოდგინებაჲ ჩემი, რაჲთა თქუენცა, რომელნი ხართ ჰრომს შინა, გახარო (1,13-15).:

წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისა განვრცელებითთა თარგმანთაგან შემოკლებით გამოკრებული და მრავალწიგნობისაგან ერთ წიგნ ყოფად შემოკრებული თარგმანებაჲ ებისტოლეთა წმიდისა პავლე მოციქულისათაჲ

თარგმანებაჲ ჰრომაელთა მიმართისა ებისტოლისაჲ

სახარებითი მოძღურებაჲ გარეშეთა მიმართ მადლისათა და მადლსა შინა მყოფთა, და სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა

გუაკურთხენ, მამაო.

პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩი მოციქული (1,1).

თარგმანი: შორიელთა მ მისწერს, ამისთჳს დასწე სახელ თჳსსა რომელი-იგი მას ამისთჳს შეეცვალა უფლისა მიერ სავლეობისაგან პავლედ, რაჲთა არცა ამით აჲთმე ნაკლულევან იყოს პეტრესგან, თავისა მის მოციქულთაჲსა, რომელსა-იგი სიმონობაჲ პეტრედ შეეცვალა. ხოლო მონად ამისთჳს სახელ-იდებს, რამეთუ მრავალთა მათგან და თითოფერთა სახეთა მონებისა ღმრთისათა არცა ერთი რაჲ აკლდა მას. ამას თანა იესუდ უწოდს უფალსა ჩუენსა კაცებისათჳს, ხოლო ქრისტეს — საცხებელისა...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის