თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ დაღაცათუ ურწმუნოთა მრავალი სასირცხჳნე ჰგონიეს სახარებასა შინა, ვითარ ჯუარ-ცუმაჲ და სიკუდილი და ჰურიათა იგი შეურაცხებანი, არამედ მე არა სირცხჳლ მიჩნს ყოველივე იგი, არამედ უფროჲსად დიდება. ხოლო ამას იტყჳს, რაჲთამცა ასწავა მათ ყოვლადვე არა სირცხჳლი ესევითართა მათ საქმეთა ზედა. და კუალად, ვინაჲთგან ჰრომნი მრავალთა ჴორციელთა საქმეთა ზედა ზუაობდეს, ვითარ სიმდიდრესა ზედა და დიდებასა და სიბრძნესა, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: თქუენ ჰზუაობთ ეგევითართა მათ ზედა, ხოლო მე მოვალ თქუენდა გლახაკი და არა მრცხუენის მოსლვად და ქადაგებად სახარებასა ქრისტესსა, ამისთჳს, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ არს მაცხოვრად ყოველთა, რომელთაცა შეიწყნარონ იგი.
ჰრომაელთა მიმართ 1:16
15. და ესრეთ არს გულსმოდგინებაჲ ჩემი, რაჲთა თქუენცა, რომელნი ხართ ჰრომს შინა, გახარო.16. რამეთუ არა მრცხუენის მე სახარებაჲ იგი ქრისტესი, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა, ჰურიისა პირველად და მერმე წარმართისა.17. რამეთუ სიმართლე ღმრთისაჲ მას შინა გამოცხადნების სარწმუნოებითი სარწმუნოებად, ვითარცა წერილ არს: მართალი სარწმუნოებითა ცხონდეს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 1