მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 1:23

22. იტყოდეს თავთა თჳსთა ბრძენ და განცოფნეს.23. და ცვალეს დიდებაჲ იგი უხრწნელისა ღმრთისაჲ მსგავსებად ხატისა მის განხრწნადისა კაცისა და მფრინველთა და ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა.24. ამისთჳსცა მისცნა იგინი ღმერთმან გულის თქუმასა გულთა მათთასა არა-წმიდებად და გინებად ჴორცთა მათთა მათ თანა,
ჰრომაელთა მიმართ თავი 1
23. და ცვალეს დიდებაჲ იგი უხრწნელისა ღმრთისაჲ მსგავსებად ხატისა მის განხრწნადისა კაცისა და მფრინველთა და ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა.
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და გარდაცვალეს დიდებაჲ იგი უხრწნელისა ღმრთისაჲ (1,23).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ იცოდეს ღმერთი, არამედ მისი იგი ბნაჲ და დიდებაჲ დაუტევეს და აღიღეს თაყუანის-ცემაჲ და დიდებაჲ კერპთაჲ, ხოლო დიდებად ღმრთისა აქა იტყჳს დამბადებელობასა და განმგებელობასა და წინაჲსწარმცნობელობასა. ესე უკუე შეცვალეს ღმრთისად თქუმისაგან და მიაჩემეს კერპთა მსგავსებასა და არა მოვიდეს უბადრუკნი გულისჴმის-ყოფად საქმისა მის, რომელნი იტყოდეს თუ: გულისჴმისმყოფელნი ვართ. პირველი უკუე ბრალი მათი, რომელ ღმერთი არა იცნეს. მეორე, რამეთუ მიზეზნი აქუნდეს დიდნი და ცხადნი. მესამედ, რამეთუ იტყოდეს ვითარმედ ბრძენ ვართო. მეოთხედ, რამეთუ არა თუ ოდენ ღმერთი არა იცნეს, არამედ ეშმაკთაცა მსახურებად იწყეს, რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ "გარდაცვალეს", რაჲთა სცნა, ვითარმედ აქუნდა მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ და ნებსით თჳსით დაუტევეს იგი, რამეთუ გარდაცვალებაჲ ესე არს, რომელ ერთისაგან მეორესა მივიდეს.

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ ამაო იქმნნეს გულისზრახვითა მათითა და დაუბნელდა უგულისჴმოჲ გული მათი. იტყოდეს თავთა თჳსთა ბრძენ, და განცოფნეს და ცვალეს დიდებაჲ იგი უხრწნელისა ღმრთისაჲ მსგავსად ხატისა მის განხრწნადისა კაცისა და მფრინველთა და ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა (1,21-23).:

წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისა განვრცელებითთა თარგმანთაგან შემოკლებით გამოკრებული და მრავალწიგნობისაგან ერთ წიგნ ყოფად შემოკრებული თარგმანებაჲ ებისტოლეთა წმიდისა პავლე მოციქულისათაჲ

თარგმანებაჲ ჰრომაელთა მიმართისა ებისტოლისაჲ

სახარებითი მოძღურებაჲ გარეშეთა მიმართ მადლისათა და მადლსა შინა მყოფთა, და სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა

გუაკურთხენ, მამაო.

პავლე, მონაჲ იესუ ქრისტესი, ჩი მოციქული (1,1).

თარგმანი: შორიელთა მ მისწერს, ამისთჳს დასწე სახელ თჳსსა რომელი-იგი მას ამისთჳს შეეცვალა უფლისა მიერ სავლეობისაგან პავლედ, რაჲთა არცა ამით აჲთმე ნაკლულევან იყოს პეტრესგან, თავისა მის მოციქულთაჲსა, რომელსა-იგი სიმონობაჲ პეტრედ შეეცვალა. ხოლო მონად ამისთჳს სახელ-იდებს, რამეთუ მრავალთა მათგან და თითოფერთა სახეთა მონებისა ღმრთისათა არცა ერთი რაჲ აკლდა მას. ამას თანა იესუდ უწოდს უფალსა ჩუენსა კაცებისათჳს, ხოლო ქრისტეს — საცხებელისა...

სრულად ნახვა
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: გარდაცვალეს დიდებაჲ იგი უხრწნელისა ღმრთისაჲ (1,23).:

თარგმანი: პირველი ბრალი მათი, რამეთუ ღმერთი არა იცნეს; მეორჱ, რამეთუ მიზეზნი აქუნდეს დიდნი და ცხადნი; მესამჱ, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ ბრძენნი ვართო; მეოთხჱ, რამეთუ არა თუ ღმერთი ოდენ არა პოვეს, არამედ მსახურებად ეშმაკთა იწყეს, რამეთუ ამისთჳს თქუა, ვითარმედ "გარდაცვალეს", რაჲთა სცნა, ვითარმედ აქუნდა მეცნიერებაჲ ღმრთისაჲ და ნეფსით თჳსით დაუტევეს იგი, რამეთუ გარდაცვალებაჲ ესე არს, რომელ ერთისაგან მეორისა მივიდეს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის