თარგმანი: არა თუ ღმერთმან მისცნა იგინი არაწმიდებად; ნუ იყოფინ! არამედ ღმერთმან იხილა რაჲ, ვითარმედ უღირს არიან მის მიერსა საფარველსა, დაუტევნა იგინი და უგულებელს-ყვნა. და მერმე, დაუტევნა რაჲ ღმერთმან, მეყსეულად მიიხუნა იგინი ეშმაკმან. და "მისცნა". რასა-იგი მისცნა? აწ უკუე დატევებასა მას და მიშუებასა ღმრთისასა "მიცემად" იტყჳს მოციქული. რამეთუ ვინაჲთგან მათ არა ინებეს შეწყნარებად განზრახვაჲ ღმრთისაჲ, არამედ ნებსით ივლტოდეს, ხოლო ღმერთმან რაჲ ჯერ-იყო მის მიერ ქმნად, ქმნა მათ ზედა. და ვითარცა იხილა მათთა გულთა მოუდრეკელობაჲ, — რამეთუ დაჰბადა სოფელი და დაუდვა წინაშე მათსა; მისცა გონებაჲ, შემძლებელი კეთილისა გამორჩევად; ხოლო მათ არა ინებეს არა რომლითა სახითა მოქცევაჲ, და ჯერ-იყო მერმე მიშუებაჲ, — ამისთჳსცა მიუშუა ღმერთმან; გინა თუ ესრეთცა გულისჴმა-ყავ, ვითარმედ "მისცნა იგინი გულისთქუმასა გულთა მათთასა" — ვითარმედ: მისცნა იგინი თჳსთა ნებათა, რაჲთა, რაჲცა სურის, ქმნან, რამეთუ ღმერთი იძულებით არავის იმჭირავს.
23. და ცვალეს დიდებაჲ იგი უხრწნელისა ღმრთისაჲ მსგავსებად ხატისა მის განხრწნადისა კაცისა და მფრინველთა და ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა.24. ამისთჳსცა მისცნა იგინი ღმერთმან გულის თქუმასა გულთა მათთასა არა-წმიდებად და გინებად ჴორცთა მათთა მათ თანა,25. რომელთა-იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუვედ და პატივს-სცემდეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ამინ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 1