თარგმანი: "ამისთჳს". რომლისათჳს? გარნა რომელ ჰმსახურეს დაბადებულთა დამბადებელისა წილ, ამისთჳს დაუტევნა იგინი ღმერთმან, და მიუშუა, რაჲთა, ნებათაებრ მათთა ბოროტთა, მიეცნენ ვნებათა მათ სირცხჳლისათა, რომელნიცა შეიყუარნეს მათ. ვინაჲთგან დაუტევეს მათ ღმერთი, ამისთჳს დაუტევნა იგინი ღმერთმან. ხოლო ჩუენ, ძმანო, ნუმცა დაუტეობთ მცნებათა ღმრთისათა, რაჲთა მარადის მისი საყოფელი წმიდა იყოს და არაოდეს მივეცნეთ ვნებათა სირცხჳლისათა. რამეთუ არა თუ ღმერთი ვის მისცემს სირცხჳლისათა. — ნუ იყოფინ! — არამედ ბოროტნი ნებანი კაცთანი განაშორებენ საფარველსა ღმრთისასა კაცთაგან, და რაჟამს საფარველი ღმრთისაჲ განეშოროს, მერმე მიეცემიან ვნებათა ბოროტთა. რამეთუ ღმერთსა ყოველთა ცხორებაჲ ჰნებავს და ყოველთა ფარვაჲ, ? არამედ ჩუენ ვაყენებთ ბოროტთა მიერ საქმეთა.
ჰრომაელთა მიმართ 1:26
25. რომელთა-იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუვედ და პატივს-სცემდეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ამინ.26. ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა, რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა-ბუნებად.27. ეგრეთცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ, განჴურდეს გულის თქუმითა მათითა ურთიერთარს. მამანი მამათა თანა სარცხჳნელსა იქმოდეს, და კუალად-საგებელი იგი, რომელ ჯერ-არნ საცთურისა მათისაჲ, ურთიერთას მიიღიან.
ჰრომაელთა მიმართ თავი 1