მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 1:27

26. ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა, რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა-ბუნებად.27. ეგრეთცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ, განჴურდეს გულის თქუმითა მათითა ურთიერთარს. მამანი მამათა თანა სარცხჳნელსა იქმოდეს, და კუალად-საგებელი იგი, რომელ ჯერ-არნ საცთურისა მათისაჲ, ურთიერთას მიიღიან.28. და ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაჲთამცა აქუნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროჲსა;
ჰრომაელთა მიმართ თავი 1
27. ეგრეთცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ, განჴურდეს გულის თქუმითა მათითა ურთიერთარს. მამანი მამათა თანა სარცხჳნელსა იქმოდეს, და კუალად-საგებელი იგი, რომელ ჯერ-არნ საცთურისა მათისაჲ, ურთიერთას მიიღიან.
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა-ბუნებად; ეგრეცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ (1,26-27).:

თარგმანი: ფრიად ბილწსა საქმესა იტყჳს ფარულად, რამეთუ ცხადად თქუმაჲ ესევითარისაჲ ბოროტ არს.

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ამისთჳსცა მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა, რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არა-ბუნებად. ეგრეცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ, განჴურდეს გულისთქუმითა მათითა ურთიერთას. მამანი მამათა თანა სარცხჳნელსა იქმოდეს, და კუალად-საგებელი იგი, რომელ ჯერ-არნ საცთურისა მათისაჲ, ურთიერთას მიიღიან (1,26-27).:

თარგმანი: რაჲსა "ამისთჳს"? — გარნა თუ უღმრთოებად მიდრეკილებისა მათისათჳს დატევებულ იქმნნეს ღმრთისაგან, და მყის, ვითარცა ჩუეულებაჲ აქუს უცხო-ქმნულსა ღმრთისაგან, აღივსნეს სირცხჳლითა გინებისაჲთა. ხოლო ბუნებისა წესთა გარდაცვალებაჲ ესე არს, რაჟამს შჯულიერისა ვინ ქორწინებისა წესი გარდაცვალოს სიძვად, ანუ ბუნებითი — გარეშედ ბუნებისა, მამათმავლობად, ვითარ-ესე აწ მოციქული შეასმენს მათ, რომელნი არა ხოლო შჯულსა ღმრთისასა, არამედ ბუნებითსა მასცა შჯულსა წესიერისა მეუღლებისასა გარდამავალ იქმნნეს; რომელთა განჴურვებაჲ რაჲ თქუა, გარდარეულებაჲ სიბორგილისა მათისაჲ მოასწავა, ვინაჲცა არა სხუად რად, არამედ სარცხჳნელად სახელ-სდვა საქმესა მას ბილწებისა მათისსა, რამეთუ თჳთ ბუნებისა კაცთაჲსა შემარცხუენებაჲ შეგინებისაჲ, ვსებული ნაყოფი არს პთმსახურებისაჲ, -იგი კუალად-საგებელ უწოდს მოციქული, რამეთუ ვინაჲთგან საუკუნოჲსა მისთჳს მოსაგებელისა , ამისთჳს...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის