მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 1:5

4. რომელი-იგი გამოჩნდა ძედ ღმრთისა ძალითა და სულითა მით სიწმიდისაჲთა, აღდგომითა მით მკუდრეთით იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისაჲთა,5. რომლისაგან მოვიღეთ მადლი და მოციქულებაჲ დასამორჩილებელად სარწმუნოებისა ყოველთა წარმართთა სახელისა მისისათჳს,6. რომელთა შორის ხართ თქუენცა, ჩინებულნი იესუ ქრისტესნი,
ჰრომაელთა მიმართ თავი 1
5. რომლისაგან მოვიღეთ მადლი და მოციქულებაჲ დასამორჩილებელად სარწმუნოებისა ყოველთა წარმართთა სახელისა მისისათჳს,
თავი პირველი სასოებისათჳს და მოქალაქობისა სულიერისა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომლისაგან-ესე მოვიღეთ მადლი (1,5).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ ჩუენითა რაჲმე სათნოებითა მოვიღეთ მოციქულებაჲ, არამედ მისითა მადლითა უსასყიდლოდ.

თავი ა̂. პირველად უკუე შემდგომად დაწყებისა — განშჯისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი-იგი არა იმარხვენ ბუნებითსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომლისაგან მოვიღეთ მადლი და მოციქულებაჲ დასამორჩილებელად სარწმუნოებისა ყოველთა წარმართთა სახელისა მისისათჳს (1,5).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა თჳსთა წარმატებათაგან მომიღებიეს მადლი მოციქულებისაჲ, არამედ ყოველივე —მადლისა და ნიჭისა მისისაჲ არს, და არა ჩემ მიერ შრომით მოგებული. რამეთუ, დაღაცაისა მიერ წერილ არს გამორჩე საქმესა მოციქულებისასა, არამედ საქმე თითოეულისაჲ მოციქულმან მამისა და ძისა და სულისა წმიდისად. ხოლო შენ, გესმოდის რაჲ მოციქულისაგან, ვითარმედ: "დასამოლად სარწმუნოების", ჴმა-ყავ, ვითარმედ არა ჯერ-არს გამოძიებაჲ და გამოწულილვაჲ ბასა და არსებასა მისსა, არამედ მხოლოდ სარწმუნოებით და მორჩილებით მოქმედებაჲ ნებათა და ბრძანებათა მისთაჲ. ხოლო ყოველთა წარმართთა მიმართ მიწერაჲ ამის ქადაგებისაჲ ნუვის საკჳრველ უჩნნ, რამეთუ, არა ხოლო მათ ადგილთა, რომელთა

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის