...ენდა და მოგებად სათნოებათა.
სწავლაჲ ით რაჲთა კეთილად ვიჴმარებდეთ სიმდიდრესა და არა ბოროტად
ნუმცა უკუე ვიქმთ საქმეთა უღირსთა ჩუენისა ამის სახელისათა, რომელთა-ესე ქრისტესად გუეწოდების, რამეთუ პავლე ესე ესრეთ გჳწოდა, ვითარმედ: „თქუენ ქრისტესნი ხართო“. ; გულისხმა-ვყოთ სახელისა ამის სიმაღლჱ, რამეთუ უკუეთუ ვისმე მეფისად ანუ ერისთვისად ეწოდებოდის, დიდად აქუს პატივად, რომელ მისად ეწოდების. მაშა ჩუენ, რომელთა ზედა არა მეფისა და მთავრისა მიწისაგანისა სახელი წოდებულ არს, არცა ანგელოზისა და მთავარანგელოზისა ანუ ქერობინისა, არამედ თავადისა ყოველთა მეუფისა ღმრთისაჲ, არა დავდვათა სული ჩუენი სიკუდილად, რაჲთა არა შეურაცხად გამოჩნდეს ჩუენი იგი სახელი? არა ჰხედავა, მჴედართა მათ, გარემოჲს მეფისა მდგომარეთა, რაოდენი პატივი აქუს? ხოლო ჩუენ ღირსქმნულ ვართ მახლობელ ქრისტესა ყოფად, არა ვითარცა-იგი მეფისა, არამედ ვითარცა გუამი მახლობელ არს თავსა, და არა ყოვლით კერძო ჯერ-არს მოსწრაფებაჲ, რაჲთა მსგავს ქრისტესა ვიქმნნეთ?
ხოლო უკუეთუ ქრისტეს ბაძვად გუნებავს, ისმინეთ, რასა იტყჳს იგი, ვითარმედ: „მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადამცა თავი მიიდრიკა“....