თარგმანი: ნებსით თჳსით მათ მიერ ქმნადი საქმე ვითარცა წყევისა სახედ თქუა დავით, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ვინაჲთგან არა ინებეს მზისა მის სიმართლისა ხილვაჲ, ნუცამცა უხილავს! და კუალად, ტაბლისა საფრჴედ შეცვალებაჲ ყოველთა კეთილთა მათთა ბოროტად გარდაქცევასა მოასწავებს.
ჰრომაელთა მიმართ 11:10
9. და დავით იტყჳს: იქმენინ ტაბლაჲ მათი მათ წინაშე საფრჴე და სანადირო და მისაგებელ და საცდურ მათდა.10. დაუბნელდედ თუალნი მათნი, რაჲთა არა ხედვიდენ, და ზურგი მათი მარადის შედრიკე!11. ხოლო ვიტყჳ: ნუუკუე შეუბრკუმა, რაჲთა დაეცნენ? ნუ იყოფინ! არამედ მათითა მით შეცოდებითა ცხორებაჲ წარმართაჲ იქმნა საშურებელად მათდა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 11