თარგმანი: ამის ადგილისა სიტყუათა პირი ყოველივე ესე არს, რაჲთა ჰურიათაცა ნუგეშინის-სცეს და არა წარუკუეთოს სასოებაჲ, არამედ უჩუენოს, ვითარმედ, უკუეთუ მოიქცენ, შეიწყნარებს მათ ღმერთი; და წარმართთაგანნიცა დაამდაბლნეს, რაჲთა არა ზუაობდენ; და ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს ცხოვნდეს წარმართნი, რამეთუ მათ ცხორებაჲ არა ინებეს, თუ არა, უკუეთუმცა ენება, მათი ჯერ-იყო პირველად ცხოვნებაჲ, და მერმეღა — წარმართნი. ვინაჲთგან უკუე მათ არა ინებეს ცხორებაჲ, მერმე პატივ-იცნეს წარმართნი. თუ არა, უკუეთუმცა ენება ჰურიათა, იგინიმცა პირველნი იყვნეს, ვიდრეღა წარმართნი, რამეთუ ესე თჳთ იტყჳს, ვითარმედ: "პირველად ჰურიანი და მერმეღა წარმართნი", და უფალი იტყოდა, ვითარმედ: "წარვედით უფროჲსად ცხოვართა მათ მიმართ წარწყმედულთა ძეთა ისრაჱლისათა". ჰხედავა, რამეთუ ურწმუნოებამან ჰურიათამან ადგილ-სცა წარმართთა უპირატეს-ყოფად სარწმუნოებითა. არამედ ვინაჲთგან მოვიდა მათდა იესუ და არა შეიწყნარეს იგი ბევრეულთა მათ სასწაულთა ზედა, არამედ ჯუარს-აცუეს, მერმე მოიზიდნა წარმართნი ქრისტემან, რაჲთა მათი პატივი ამხილებდეს მათსა უგუნურებასა და ნუ-უკუე შეშურდეს და მოიქცენ.
ჰრომაელთა მიმართ 11:12
11. ხოლო ვიტყჳ: ნუუკუე შეუბრკუმა, რაჲთა დაეცნენ? ნუ იყოფინ! არამედ მათითა მით შეცოდებითა ცხორებაჲ წარმართაჲ იქმნა საშურებელად მათდა.12. ხოლო უკუეთუ შეცოდებაჲ იგი მათი სიმდიდრე სოფლისა, და ძლეულებაჲ იგი მათი სიმდიდრე წარმართთა, რაოდენ უფროჲს სავსებაჲ იგი მათი!13. ხოლო თქუენ გეტყჳ, წარმართთა მაგათ: რაოდენ-ესე ვარ მე წარმართთა მოციქულ, მსახურებაჲ ესე ჩემი ვადიდო.
ჰრომაელთა მიმართ თავი 11