თარგმანი: კუალად მასვე იტყჳს პირსა, ვითარმედ: უკუეთუ განვრდომაჲ მათი მიზეზ ცხორებისა ექმნა სოფელსა, რაჲ ვინ თქუას მისთჳს, უკუეთუ შეეწყნარნენ იგინი ღმერთსა; რაჲ-მე ყოფად არს; სხუაჲ რაჲმცა იყოო, გარნა აღდგომაჲ მათი მკუდრეთით; რამეთუ აწ მკუდარნი არიან ცოდვათა მიერ, ხოლო უკუეთუ შეეწყნარნენ ქრისტესა, მაშინ იქმნას აღდგომაჲ მათი სიკუდილისა მისგან, და ცხორებაჲ საღმრთოჲ.
14. ვაშურო ხოლო თუ ჴორცთა ჩემთა და ვაცხოვნნე ვინმე მათგანნი?15. რამეთუ უკუეთუ განვრდომაჲ იგი მათი დაგება სოფლისა, რაოდენ-მე შეწყნარებაჲ მათი, არა თუ ცხორებაჲ მკუდართაგან?16. ხოლო უკუეთუ დასაბამი იგი წმიდა არს, და თბეცა; და უკუეთუ ძირი იგი წმიდა არს, და რტონიცა მისნი.
ჰრომაელთა მიმართ თავი 11