თარგმანი: ამას ჰურიათათჳს იტყჳს, რაჲთა არა თქუან, თუ სიძულილისა მათისათჳს თქუა, რაჲ-იგი თქუა ზემო, და რაჲთა დაამდაბლოს წარმართთაგანთა გონებაჲ. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: თქუენ, წარმართთა, ამის ორისა მიზეზისათჳს გადიდებ — პირველად, რამეთუ ესე მსახურებაჲ რწმუნებულ არს ჩემდა, რაჲთა თქუენ გიქადაგებდე და ამისთჳს გაქებ თქუენ, ვითარცა ჩემთა მოწაფეთა; და მერმე ამისთჳს, რაჲთა ჰურიანი, რომელთაცა ჴორცად ჩემდა სახელ-ვსდებ, ვაშურვო თქუენითა ქებითა, და ნუ-უკუე მოიქცენ, და ვაცხოვნნე მათგანნი ვიეთნიმე. ხოლო განაბრწყინვებს წარმართთაგანთაცა ამით პირითა, რამეთუ მიზეზად ჰურიათა მოქცევისა სახელ-სდებს მათ, რამეთუ ჰურიანი თჳსითა წარწყმედითა იქმნეს მიზეზ წარმართთა ცხორებისა. ხოლო წარმართნი თჳსითა სარწმუნოებითა არიან მიზეზ მათისა ცხორებისა.
ჰრომაელთა მიმართ 11:14
13. ხოლო თქუენ გეტყჳ, წარმართთა მაგათ: რაოდენ-ესე ვარ მე წარმართთა მოციქულ, მსახურებაჲ ესე ჩემი ვადიდო.14. ვაშურო ხოლო თუ ჴორცთა ჩემთა და ვაცხოვნნე ვინმე მათგანნი?15. რამეთუ უკუეთუ განვრდომაჲ იგი მათი დაგება სოფლისა, რაოდენ-მე შეწყნარებაჲ მათი, არა თუ ცხორებაჲ მკუდართაგან?
ჰრომაელთა მიმართ თავი 11