მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 11:20

19. სთქუა უკუე: გარდასტყდეს რტონი იგი, რაჲთა მე დავემყნა,20. კეთილ! იგინი ურწმუნოებითა მათითა გარდასტყდეს, ხოლო შენ სარწმუნოებითა სდგა; ნუ ჰმაღლოი, არამედ გეშინოდენ.21. უკუეთუ ღმერთმან ბუნებითთა მათ რტოთა არა ჰრიდა, ნუუკუე შენცა არა გრიდოს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 11
20. კეთილ! იგინი ურწმუნოებითა მათითა გარდასტყდეს, ხოლო შენ სარწმუნოებითა სდგა; ნუ ჰმაღლოი, არამედ გეშინოდენ.
თავი ი̂ვ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: იგინი ურწმუნოებითა მათითა გარდასტყდეს, ხოლო შენ სარწმუნოებით სდგა (11,20).:

თარგმანი: იხილე სიბრძნე მოციქულისაჲ, რამეთუ სიტყუათა მაგათ იტყჳს, რომელ ესრეთ ჩანან თუ ჰურიათა შესწევენო, და ესენი უფროჲსად შემარცხუენელ მათდა არიან, რამეთუ გარდატეხასა იტყჳს მათსა და განვრდომასა.

თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სთქუა უკუე: "გარდასტყდეს რტონი იგი, რაჲთა მე დავემყნა". კეთილ; იგინი ურწმუნოებითა მათითა გარდასტყდეს, ხოლო შენ სარწმუნოებითა სდგა. ნუ ჰმადლოი, არამედ გეშინოდენ (11,19-20).:

თარგმანი: რასა-ესე წარმართთა მაგიერ იტყჳს, თჳთვე ეწამების, ვითარმედ: "კეთილ, ეგრეთ არს თქუმული ეგე". ამისსა შემდგომად მიზეზსა იტყჳს მათისაცა განვრდომისა და ჩუენისაცა ცხორებისასა, ვითარმედ: დაღაცათუ სხუაჲ რაჲმე გესმეს მიზეზი, ყოველი მოპოვნებით თქუმულ არს; რამეთუ მათ დაცემა ექმნა ურწმუნოებაჲ, ხოლო ჩუენ აღდგომა — სარწმუნოებაჲ; ამისთჳს ჩუენ გჳჴმს შიში, თავისუფალი ზუაობისაგან, ნუ-სადა კუალად დავეცნეთ, ხოლო მათ — არა წარკუეთაჲ სასოებისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის