თარგმანი: ესე სიტყუანი რაჟამს გესმნენ, ვითარ იტყჳს, ვითარმედ "ბუნებითი" და "თჳნიერ ბუნებისა", ნუ ჰგონებ თუ შეურყეველთა ამათ კაცებისა ბუნებათა იტყჳს, არამედ გონებისა საქმეთა იტყჳს. რამეთუ კეთილთა და ბოროტთა ქმნაჲ არა ბუნებასა არს, არამედ ნებასა და გონებასა. და იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ჰურიანი ბუნებით მამადმთავართა და მართალთა რტონი იყვნეს და, ვინაჲთგან უკეურებაჲ შეიყუარეს და არა ჯერისაებრ ვლეს, განცჳვეს, შენ, რომელი-ეგე დაჩუეულ იყავ ურჩულოებასა და მოგაქცია ღმერთმან, უკუეთუ განარისხებდე მას და არა იქმოდი მცნებათა მისთა, არამცა მიიქეც-ა პირველთა მათვე საქმეთა შენთა?
ჰრომაელთა მიმართ 11:24
23. და იგინი, თუ არა დაადგრენ ურწმუნოებასა მათსა ზედა, და-ვე-ემყნენ; რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი კუალად დამყნად მათდა.24. უკუეთუ შენ ბუნებითისა მისგან მოეკუეთე ველურისა ზეთის ხილისა და გარეშე ბუნებისა დაემყენ კეთილსა ზეთის ხილსა, რავდენ უფროჲს იგინი ბუნებითსა მას დაემყნენ თჳსსავე მას ზეთის ხილსა!25. არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, საიდუმლოჲსა ამის, - რაჲთა არა იყვნეთ თავით თვსით ბრძენ, - რამეთუ სიბრძნე ჟამად-ჟამად შეჰყვა ისრაჱლსა, ვიდრემდე სავსებაჲ იგი წარმართთაჲ შემოჴდეს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 11