თარგმანი: ესე იგი არს, რომელთა იცოდა თუ მოქცევად არიან და სარწმუნოებად მოსლვად, არა განიშორნა, რამეთუ მრავალნი მოიქცეს ჰურიათაგანნი, რომელნი ვიცნით და მრავალნი არიან მოქცეულ, რომელთა არა ვიცნობთ. რამეთუ ელიაჲცა ჰგონებდა თუ მარტოჲ არს ღმრთისმსახურებასა შინა, არამედ იყვნეს შჳდ ათასნი, და აწცა მრავალნი მოქცეულ არიან ჰურიათაგან, რომელნი არა იცნით, რამეთუ, უკუეთუ ელია არა იცოდა, თქუენ ვითარ იცოდით?
ჰრომაელთა მიმართ 11:3
2. არა განიშორა ღმერთმან ერი თჳსი, რომელი-იგი წინაწარ იცნა. ანუ არა უწყითა ელიაჲსი, რასა-იგი იტყჳს წიგნი? ვითარ-იგი შეემთხუევის ღმერთსა შესმენად ისრაჱლისა და იტყჳს:3. უფალო, წინაწარმეტყუელნი შენნი მოსწყჳდნეს და საკურთხეველნი შენნი დაარღჳნეს; და მე დაშთომილ ვარ მარტოჲ, და ეძიებენ სულსაცა ჩემსა.4. არამედ რასა ეტყჳს მას ბრძანებაჲ იგი სიტყჳსაჲ მის? დამიტევებიეს თავისა ჩემისა შჳდ ათასი მამაკაცი, რომელთა არა მოუდრეკიან მუჴლნი მათნი ბაალისა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 11