თარგმანი: ესე იგი არს, რომელთა იცოდა თუ მოქცევად არიან და სარწმუნოებად მოსლვად, არა განიშორნა, რამეთუ მრავალნი მოიქცეს ჰურიათაგანნი, რომელნი ვიცნით და მრავალნი არიან მოქცეულ, რომელთა არა ვიცნობთ. რამეთუ ელიაჲცა ჰგონებდა თუ მარტოჲ არს ღმრთისმსახურებასა შინა, არამედ იყვნეს შჳდ ათასნი, და აწცა მრავალნი მოქცეულ არიან ჰურიათაგან, რომელნი არა იცნით, რამეთუ, უკუეთუ ელია არა იცოდა, თქუენ ვითარ იცოდით?
ჰრომაელთა მიმართ 11:4
თარგმანი: რაჲთა არავინ ჰრქუას მოციქულსა, ვითარმედ "შენ ხარა ერი, ანუ შენ ზედა გინა შენ თანა ხუთ ათასთა და ბევრთა სრულ-იქმნებიანა აღთქუმანი იგი აბრაჰამის მიმართნი, ქჳშისა და ვარსკულავთა მსგავს ყოფად სიმრავლითა ნათესავთა და შვილთა მისთა?" — ამისთჳს წიგნისაგან მეფეთაჲსა, მეორისა და მესამისა, შემოართუამს სიტყუათა საწამებელთა, ვითარმედ: უკუეთუ იყვნეს ვინმე ეგოდენ ფარულად ღმრთისმსახურ, რომელთაჲ ვერცა თუ დიდმან წინაჲსწარმეტყუელმან ელია არა უწყოდა, და მარტოდ დაშთომასა თჳსსა ჰგონებდა, რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ თქუენ უმეცარ იყვნეთ სიმრავლესა აწ მყოფთა ცხოვნებულთასა!
...ელნი შენნი მოსწყჳდნეს მახჳლითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებენ სულსაცა ჩემსა მიღებად"** (). სწორედ ამის გამო ესმოდა ღვთისაგან: „დამიტევებიეს თავისა ჩემისა შჳდ ათასი მამაკაცი, რომელთა არა მოუდრეკიან მუჴლნი მათნი ბაალისა" (). ასევე სამუელსაც, როცა დავითის საცხებლად იყო გაგზავნილი, უფალმა უთხრა: „ნუ ხედავ შენ ქმნულებასა მაგისსა, ნუცა სიმწჳსესა ჰასაკისა მაგისისასა, რამეთუ არა მთნავს ეგე. რამეთუ არა ვითარცა კაცი ხედავნ, და იხილის ეგრე ღმერთმან, რამეთუ კაცი პირსა ოდენ ხედავნ, ხოლო ღმერთი გულთმეცნიერი არს" (). ეს კი ღვთის დიდი მზრუნველობით ხდება.
როგორ და რა სახით? როგორც თვით წმინდანების, ისე მათი მორწმუნეების გულისთვის. რამეთუ, როგორც დევნათა მოხდენასაც უშვებს, ასევე უშვებს, რომ მათ მრავალი რამ არ იცოდნენ, რათა სიმდაბლეში დარჩნენ. ამიტომაც პავლე ამბობდა: **„მომეცა მე საწერტე...