მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 11:34

33. ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი!34. რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას?35. ანუ ვინ წინაწარ მი-რაჲმე-სცა მას და კუალად მიეგოს მას?
ჰრომაელთა მიმართ თავი 11
34. რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას?
თავი ი̂ვ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გზანი მისნი, რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ, ანუ ვინ თანამზრახვალ ეყო მას? (11,33-34).:

თარგმანი: "გზად" განგებულებათა მისთა სახელ-სდვა.

თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ, ანუ ვინ თანამზრახვალ ეყო მას, ანუ ვინ წინაჲსწარ მი-რაჲმე-სცა მას და კუალად-მიეგო მას? (11,34-35).:

თარგმანი: ესაიაჲს მიერ შემოღებითა საკჳრველ ჰყოფს სიტყუათა თჳსთა, ვითარმედ მან მხოლომან უფალმან იცის თავი თჳსი, და არავის ზედა ქველის-მოქმედებს თანამდებობით, არამედ მარადის იგი არს დასაბამი ნიჭთა მინიჭებიაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის