მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 11:33

32. რამეთუ შეაყენნა ღმერთმან ყოველნივე ურჩებასა, რაჲთა ყოველნი შეიწყალნეს.33. ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი!34. რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ? ანუ ვინ თანა-მზრახველ ეყო მას?
ჰრომაელთა მიმართ თავი 11
33. ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი!
თავი ი̂ვ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ შეაყენნა ღმერთმან ყოველნივე ურჩებასა, რაჲთა ყოველნივე შეიწყალნეს. ჵ სიღრმესა მას სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისასა; ვითარ გამოუკულეველ არიან განკითხვანი მისნი და გამოუძიებელ (11,32-33).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ამხილა და გამოაჩინა, ვითარმედ ყოველნი ურჩებისა და ცოდვისა თანამდებ არიან, არამედ არა თუ ამისთჳს ამხილა, რაჲთა მასვე ზედა დაადგრენ, არამედ რაჲთა ყოველნი მოიქცენ და პოვონ წყალობაჲ ურთიერთას ბაძვითა.

თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი, და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი! (11,33).:

თარგმანი: გულსა მოიგონა რაჲ მოციქულმან დასაბამითგანი სიღრმე სიბრძნით განგებულებათა ღმრთისათაჲ, უღონო იქმნა რაჲსამე სიტყუად მისსა მიმართ, ვინაჲცა მხოლოდ დაუკჳრდა ოდენ, რამეთუ არა ხოლო ცნობაჲ, არამედ ძიებაჲცა უღონო არს განკითხვათა მისთაჲ, და შეუძლებელ — გამოკულევაჲ გზათა მისთაჲ, რომელ არიან საიდუმლონი ჴორცთშესხმისანი.

საუბარი 4. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყაროჲ შორის წყალთა" (დაბ 1:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. ქმნილებიდან შემოქმედის შემეცნება:

...გებულების მხოლოდ ერთ ნაწილში რომ ჩაიხედა (იუდეველთა და წარმართთა შესახებ, რომელთაგან პირველნი განიშორა, მეორენი კი მიიღო), გაოცებული და განცვიფრებული, ხმამაღლა წამოიძახა: „ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ! ვითარ გამოუძიებელ არიან განკითხვანი მისნი და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი!" (). აქ სიამოვნებით ვკითხავ მათ, ვინც ბედავს ღვთის ძის შობის გამოკვლევას და ბედავს სულიწმიდის ღირსების დამცირებას: საიდან, მითხარით, ასეთი თავხედური კადნიერება? რა თრობიდან მიხვედით ასეთ უგუნურებემდე? თუ პავლე, ასეთი და ესოდენ დიდი კაცი, ამბობს, რომ მისი განკითხვანი, ანუ მისი განგებულების განჩინებანი გამოუძიებელია – არ უწოდა მიუწვდომელი, არამედ გამოუძიებელი, ისეთი, რომელიც ძიებას არ იტანს, და მისი გზანი, ანუ სათნოების ბრძანებანი და მცნებანი – გამოუკულეველი, კვლავ იმავე აზრით, – მაშინ როგორ ბედავთ თქვენ მხოლოდშობილის თავად არსების გამოკვლევას და, რამდენადაც თქვენზეა დამოკიდებული, სულიწმიდის ღირსების დამდაბლებას? ხედავთ, საყვარელნო, რა ბოროტებაა – ზუსტად არ მისდიო საღვთო წერილში ნათქვამს! ეს ადამიანები, რომ კეთილგონიერად მიეღოთ საღვთო წერილის სწავლება და საკუთარი გონებიდან რაიმე არ მოეტანათ, ასეთ უგუნურებემდე არ მივიდოდნენ. ჩვენ კი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს, და შობილი იგი სულისაგან სული არს“ (3,6).:

...სუფეველსა ღმრთისასა“. რამეთუ ჩუენ არცა ქუეყანისასა ღირს ვიყვენით, ხოლო მან ცანიცა მოგუცნა; ერთისა ხისა არაჭამაჲ ვერ შევიკრძალეთ, და მან სასუფეველი ცათაჲ მოგუცა.

სამართლად იტყოდა პავლე მოციქული, ვითარმედ: „ჵ სიღრმჱ სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისაჲ!“ რამეთუ არ-ღარა არს ჩუენ ზედა შობაჲ ვნებული, არამედ საიდუმლოჲ წყლისაგან და სულისა წმიდისა, რამეთუ ვითარცა საშოჲ დედისაჲ არს ჩჩჳლისა საყოფელ და მზრდელ, ეგრეთვე წყალი საშოჲ არს, მზრდელი მორწმუნისაჲ, რომელი ნათელ-იღებდეს. რამეთუ ვითარცა-იგი თქუმულ არს მზისათჳს, ვითარმედ: „ვითარცა სიძჱ გამოვალნ სასძლოჲთ თჳსით“, ესევე ჯერ-არს თქუმად მორწმუნეთათჳს ნათელღებულთა, აღმო-რაჲ-ვიდოდიან წყლისაგან, რამეთუ ფრიად უმეტესი ბრწყინვალებაჲ აქუს მათ, ვიდრე მზესა. გარნა რომელი-იგი საშოსა შინა იშვებოდის, ჟამისა სიგრძე უჴმს, ხოლო წყალსა შინა არა ესრეთ, არამედ წამსა შინა იქმნების ყოველივე, რამეთუ სადა-იგი მოკუდავი არს ცხორებაჲ და ჴრწნილებისაგან არს დაწყებაჲ, მუნ ჟამისა სიგრძე საჴმარ არს, რამეთუ ესრეთ არს ჴორციელი საქმჱ, ჟამისა სიგრძესა სრულ იქმნების, არამედ სულიერი არა ესრეთ არს.

გარნა ვინაჲთგან ნიკოდემოს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოე მათა მიმართ, რომელნი იტყჳან, თუ შობასა კაცისასა ანუ ვარსკულავთა ქცევასა შეუდგან საქმენი სოფლისანი:

...ს ესაია: „ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ, ანუ ვინ თანამზრახვალ ექმნა მას?“ არა აღმოიკითხავა წიგნსა პავლე მოციქულისასა, ვითარ იტყჳს: „ჵ სიღრმე სიმდიდრისა და სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისა! ვითარ გამოუძიებელ არიან სასჯელნი მისნი, და გამოუკულეველ არიან გზანი მისნი!“

აჰა ესერა ესე ყოველი ვთქუ, რაჲთა სცნა, ვითარმედ მრავალნი არიან საქმენი ჩუენგან დაფარულნი და ღმრთისადა საცნაურნი. ხოლო აწ ესეცა ვთქუა: იტყჳ, თუ: ვინაჲ არს ვინმე მდიდარ? - რომელნიმე მდიდარ არიან ნებითა და მიცემითა ღმრთისაჲთა, სხუანი კუალად მიშუებითა მისითა მოიგებენ სიმდიდრესა, რამეთუ ესე არს მოკლე და მარტივი სიტყუაჲ. და რაჲ არს სიტყუაჲ ესეო? - იტყჳს წინააღმდგომი, - მეძავთა და მემრუშეთა და მტაცებელთა ღმერთი მისცემსა სიმდიდრესა და იგი იქმსა განმდიდრებასა მათსა? არა იგი იქმს, არამედ მიუშუებს განმდიდრებად. ხოლო ფრიადი განყოფილებაჲ არს და უზომოჲ სიშორე შორის ქმნისა და მიშუებისა. და თუ სთქუა, ვითარმედ: ყოვლადვე რაჲსათჳს მიუშუებს? მე გრქუა შენ, ვითარმედ: ამისთჳს, რამეთუ არღა მოწევნულ არს ჟამი განკითხვისაჲ, რაჲთამცა მიიღო კაცად-კაცადმან ღირსებისაებრ. ვინმცა იყო უძჳრეს მდიდრისა მის, რომელი ნაბიჭევსაცა ტაბლისასა არა მისცემდა ლაზარეს? გარნ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი იე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნეტარ არიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (5,8).:

...ხილვაჲ ღმრთისაჲ? გარნა ესე ესრეთ გულისჴმა-ვყოთ: არცა უფალი შეუძლებელსა რასმე იტყჳს და არაყოფადსა, არცა იგინი გარეგან ბრძანებისა მისისა რასმე ქადაგებენ. არამედ ბუნებაჲ იგი საღმრთოჲ არსებითა თჳსი-თა ყოვლისავე ბუნებისა უზეშთაეს არს, უხილავი და თუალთშეუდგამი ღმრთეებაჲ. ამისთჳსცა „გამოუკულეველად გზათა მისთა“ იტყჳს მოციქული, რამეთუ არცა თუალითა შესაძლებელ არს ხილვაჲ, არცა გონები-თა მოგონებაჲ. არამედ უხილავი იგი და მოუგონებელი ბუნებითა მით ღმრთეებისაჲთა სხჳთა სახითა იხილვების და გულისჴმა-იყოფების კაც-თმოყუარებისა მისისათჳს, რამეთუ შესაძლებელ არს აგებულებითა ამით დაბადებულთაჲთა მიუთხრობელისა მის სიბრძნისა მისისა ხილვაჲ, ვი-თარცა იტყჳს მოციქულივე, ვითარმედ: „უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად სახილველ არს - სამარადისოჲ იგი ძალი მისი და საღმრთოჲ“, რამეთუ აგებულებისაგან სოფლისა და დაბადებისაგან კაცისა სიბრძნე და ჴელოვნებაჲ დამბადებელისაჲ იხილვების, და ესრეთ ბუნებით უხილავი იგი საქმეთაგან სიბრძნისა და ძლიერებისა და განგებულებისა მისისათა იხილვების და გულისჴმა-იყოფების. გარნა აწ წმიდათა გულითა არა ესევითარი ხოლო აღუთქუა ხილვაჲ ღმრთისაჲ გულისჴმის-ყოფითა დაბადებუ...

სრულად ნახვა