თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ნუვინ ზუაობს და შეურაცხიეს თავი თჳსი ბრძენ უფროჲს თჳსისა საზომისა. ნუცა მოიგონებნ საქმეთა, რომელნი ჩუენ არა დაგჳწესებიან. რამეთუ მოგუეცა სიბრძნე, არამედ არა ზუაობისათჳს, გარნა სიმდაბლისა. რამეთუ სიმდაბლესა ამას ადგილსა სიწმიდედ სახელ-სდვა, თქუა რაი, ვითარმედ: ბრძნობდინ სიწმიდესა. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ბრძნობდინ სიმდაბლესა შინა. ხოლო სახელ-სდვა სიმდაბლესა სიწმიდე, რაჲთა გიჩუენოს, ვითარმედ რომელი არა მდაბალ იყოს, მას არცა სიწმიდე აქუს. მოეცემოდეს მაშინ მრავალთა თითოსახენი მადლნი და ვიეთნიმე მათგანნი ზუაობდეს, რომელთა უვაღრესი რაჲმე მადლი აქუნ — ანუ წინაჲსწარმეტყუელებაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე, — მათ ზედა, რომელთა უდარესნი მადლნი მოეხუნეს; და კუალად, უდარესნი იგი უდიდესთა მათ ეშურებოდეს. ამისთჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ ნუვინ ბრძნობნ და ზუაობნ უფროჲს წესისა, ნუცა ვინ ეშურებინ მეორესა. არამედ დაჯერებულმცა ხართ ღმრთისა ნიჭთა ზედა, ვითარცა ღმერთმან განუყო თითოეულსა, რამეთუ მან იცის უმჯობესი. ნუცამცა უკუე, რომელსა უდიდესი მადლი აქუს, ზუაობს მას ზედა, რამეთუ ღმრთისა ნიჭი არს, და არა თჳსითა ძალითა მოგებული....
ჰრომაელთა მიმართ 12:11
10. ძმათმოყუარებითა ურთიერთას მოწლედ მოსურნე იყვენით; პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით;11. სწრაფასა ნუ მცონარე ხართ; სულითა მდუღარე იყვენით; უფალსა ჰმონებდით;12. სასოებასა გიხაროდენ, ჭირსა დაუთმობდით, ლოცვასა განკრძალულ იყვენით;
ჰრომაელთა მიმართ თავი 1211. სწრაფასა ნუ მცონარე ხართ; სულითა მდუღარე იყვენით; უფალსა ჰმონებდით;
თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მე ვეტყჳ მადლითა მით, რომელი მოცემულ არს ჩემდა ყოველსა მას, ვინცა-იგი არს თქუენ შორის: ნუ უფროჲს გრძნობ უმეტეს წესისა მის, არამედ ბრძნობდინ სიწმიდესა კაცად-კაცადი, ვითარცა ღმერთმან განუყო საზომითა მით სარწმუნოებისაჲთა. ვითარცა ერთსა მას გუამსა მრავალ ასოებ აქუს, ხოლო ასოებსა მას ყოველსა არა იგივე საქმე აქუს, ეგრეთცა ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თითოეული ურთიერთას ასოებ ვართ. ხოლო მაქუს ჩუენ ნიჭი მადლითა მით ღმრთისაჲთა მოცემულითა ჩუენდა თითოსახედ; გინა თუ წინაჲსწარმეტყუელებაჲ სასწაულად სარწმუნოებისა, გინა რომელი მსახურებდეს — მსახურებითა მით; გინა რომელი ნუგეშინის-სცემდეს — ნუგეშინის-ცემითა; რომელი მისცემდეს — უხუებით; რომელი წინამძღუარ იყოს — მოსწრაფებით; რომელი სწყალობდეს — მხიარულებით, სიყუარულითა შეუორგულებელითა; განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა; ძმათმოყუარებით მოყუარებით ურთიერთას სურვიელად მოყუარე იყვენით; პატივის-ცემასა ერთიერთსა უსწრობდით. მოსწრაფებასა ნუ მცონარე ხართ; სულითა მდუღარე იყვენით; უფალსა ჰმონებდით; სასოებითა გიხაროდენ; ჭირსა დაუთმობდით; ლოცვასა განკრძალულ იყვენით; ჴსენებასა წმიდათასა ეზიარებოდეთ; უცხოთმოყუარებასა შეუდეგით; აკურთხევდით მდევართა თქუენთა, აკურთხევდით და ნუ სწყევთ. გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა (12,3-15).:
სრულად ნახვათავი ი̂ზ. მცნებაჲ სათნოებისათჳს ღმრთისა მიმართ და კაცთა, რომელსა შინა იტყჳს ურთიერთას ერთობისათჳს და კეთილადმსახურებისა და უკეთურთა მიმართ უმანკოებისა
მოციქულისაჲ: უფალსა ჰმონებდით, სასოებასა გიხაროდენ, ჭირსა დაუთმობდით (12,11-12).:
თარგმანი: არა სხჳთა რაჲთმე, არამედ ზემო წარმოთქუმულითა წესითა გჳბრძანებს მონებად უფლისა, რაჲთა საქმით სრულ-ვყვნეთ სიტყუანი მისნი სიმტკიცითა სასოებისა საუკუნეთა მოსაგებელთაჲთა, რამეთუ ამით იქმნების სამარადისოჲ მხიარულებით თავს-დებაჲ ჭირთაჲ.
საღმრთო ლიტურგია | ქადაგება 08.07.2018
მამა თეოდორე გიგნაძე
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის