თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ნუვინ ზუაობს და შეურაცხიეს თავი თჳსი ბრძენ უფროჲს თჳსისა საზომისა. ნუცა მოიგონებნ საქმეთა, რომელნი ჩუენ არა დაგჳწესებიან. რამეთუ მოგუეცა სიბრძნე, არამედ არა ზუაობისათჳს, გარნა სიმდაბლისა. რამეთუ სიმდაბლესა ამას ადგილსა სიწმიდედ სახელ-სდვა, თქუა რაი, ვითარმედ: ბრძნობდინ სიწმიდესა. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ბრძნობდინ სიმდაბლესა შინა. ხოლო სახელ-სდვა სიმდაბლესა სიწმიდე, რაჲთა გიჩუენოს, ვითარმედ რომელი არა მდაბალ იყოს, მას არცა სიწმიდე აქუს. მოეცემოდეს მაშინ მრავალთა თითოსახენი მადლნი და ვიეთნიმე მათგანნი ზუაობდეს, რომელთა უვაღრესი რაჲმე მადლი აქუნ — ანუ წინაჲსწარმეტყუელებაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე, — მათ ზედა, რომელთა უდარესნი მადლნი მოეხუნეს; და კუალად, უდარესნი იგი უდიდესთა მათ ეშურებოდეს. ამისთჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ ნუვინ ბრძნობნ და ზუაობნ უფროჲს წესისა, ნუცა ვინ ეშურებინ მეორესა. არამედ დაჯერებულმცა ხართ ღმრთისა ნიჭთა ზედა, ვითარცა ღმერთმან განუყო თითოეულსა, რამეთუ მან იცის უმჯობესი. ნუცამცა უკუე, რომელსა უდიდესი მადლი აქუს, ზუაობს მას ზედა, რამეთუ ღმრთისა ნიჭი არს, და არა თჳსითა ძალითა მოგებული....
ჰრომაელთა მიმართ 12:10
მოციქულისაჲ: გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათჳს ღმრთისათა, წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა, მეტყუელი ეგე მსახურებაჲ თქუენი (12,1).
თარგმანი: თჳთ მათ მოწყალებათა ღმრთისათა, რომელთა მიერ ვცხონდით, შემოიყვანებს აწ მვედრებელად ჩუენდა. და რაჲთა არა, გუესმეს რაჲ მსხუერპლ ყოფაჲ თავთა ჩუენთაჲ, ვჰგონებდეთ, ვითარმედ გუაწუევს დაკლვასა მათსა, ამისთჳს მყის ზედა-დაჰრთავს "ცხოველსა"; რამეთუ ესრეთ იქმნების წარდგინებაჲ ჴორცთაჲ მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა, რაჲთა თუალნი კრძალულებით ხედვიდენ არარას ბოროტსა, არამედ ყოველსავე კეთილსა არიან იგინი შესაწირავ. ხოლო ჴელი რაჟამს არარას იქმოდის უჯეროსა, თჳნიერ კეთილსა და მოწყალებასა, ქმნილ არს იგი ყოვლადდასაწუველ. ხოლო ენაჲ, არა-მეტყუელი უჯეროებისაჲ, არამედ მარადის მზრახვალი შჯულსა უფლისასა, არს იგი მსხუერპლ. ხოლო ყურნი რაჟამს არა განეღებოდინ საეშმაკოთა, არამედ დაუჴშველ იყვნენ საღმრთოთა ზრახვათათჳს, მაშინ არიან იგინი შესაწირავ წმიდა და სათნო ღმრთისა, უფროჲს ჰურიაებრივისა მის დაკლვისა...
...ლი გახდა.
5. თავმდაბლობა — ჭეშმარიტი ამაღლების გზა
მაგრამ, რომ ზედმეტად არ გავაგრძელოთ საუბარი, აქ შევწყვიტოთ სიტყვა, ხოლო დანარჩენი მომდევნო დღისთვის დავტოვოთ, გთხოვოთ რა, მიბაძოთ პატრიარქს და არასდროს იტაცოთ პირველობას, არამედ მიჰყვეთ ნეტარ პავლეს, რომელიც ამბობს: „პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით" (), — და ყველაფერში საკუთარი თავის დამდაბლებას ეცადოთ. ეს თვითდამდაბლება სწორედ ის არის, რაც პირველობას მოგვაპოვებინებს, როგორც ქრისტემაც თქვა: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს" (). მაშ, რა შეედრება იმ საქციელს, როცა ჩვენ სხვებს პირველობას ვუთმობთ და ამით თავად უფრო დიდ პატივს ვაღწევთ და სხვებს უპირატესობას ვაძლევთ და ამით თავად უმაღლეს პატივზე ავდივართ? ამაზე გთხოვთ ვიღვაწოთ, რომ მიბაძოთ პატრიარქის თავმდაბლობას, და ჩვენ, მადლის ქვეშ მყოფთ, ვიაროთ იმის კვალზე, ვინც ჯერ კიდევ რჯულამდე ასეთი სიბრძნისმოყვარეობა გამოავლინა. მართლაც, ჭეშმარიტი თავმდაბლობა გამოავლინა ამ საკვირველმა კაცმა იმ ადამიანის მიმართ, ვინც არამხოლოდ სათნოებით, არამედ ასაკით და ყოველმხრივ გაცილებით დაბლა იდგა. დაფიქრდი მხოლოდ იმაზე, რომ მოხუცმა ახალგაზრდას დაუთმო, ბიძამ — ძმისწულს, ღვთის ასეთი კეთილგანწყობის...
...ელ-ესე არს შეურაცხებისა სიტყუაჲ, ვითარცა ვინ ჰრქჳს მონასა თჳსსა. ხოლო კაცთმოყუარე ღმერთი ყოვლისავე ბოროტისა დასაბამსა და ძირსა აღმოჰფხურის, რაჲთა არა უძჳრესიცა მოვიდეს, და გჳბრძანებს, რაჲთა ურთიერთას არა შეურაცხებით, არამედ პატივით ვეტყოდით, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „პატივითა ერთიერთსა წინაუძ-ღოდეთ“, რამეთუ ესე არს წესი იგი სულიერი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და რომელმან ჰრქუას ძმასა თჳსსა: ცოფ, თანამდებ არს გეჰენიასა ცეცხლისასა“ (5,22).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალთა მძიმედ და ძნელად შეჰრაცხეს მცნებაჲ ესე, უკუეთუ მცირისა ამის სიტყჳსათჳს ესევითარისა სატანჯველისა თანამდებ ვიქმნებით, და იტყჳან, ვითარმედ უმეტეს ზომისა არს სიტყუაჲ ესე. არამედ მეშინის, ნუუკუე სიტყუათა მიერ ცუდთა ვაცთუნებდეთ აქა თავ-თა თჳსთა და მერმესა მას საუკუნესა საქმით შთავცჳვეთ სატანჯველთა ჯოჯოხეთისათა. რამეთუ მითხარღა, რაჲსათჳს მძიმე გიჩნს მცნებაჲ ესე?
არა უწყია, ვითარმედ უმრავლესნი ცოდვანი დაწყებასა და დასაბამსა სიტყუათაგან მიიღებენ? - გმობანი და უარის-ყოფანი და ძჳრის-ზრახვანი და გინებანი და ცრუდ ფიცებანი და ცილისწამებანი და ცრუმოწმობანი. ესე ყოველნი არა სიტყუათაგან მიიღებენა დაწყებასა? ნუ ამას უკუე ხედავ, თუ მცირე სიტყუაჲ არს, არამედ იხილე, თუ არა მრავალნი ბორო...