თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ნუვინ ზუაობს და შეურაცხიეს თავი თჳსი ბრძენ უფროჲს თჳსისა საზომისა. ნუცა მოიგონებნ საქმეთა, რომელნი ჩუენ არა დაგჳწესებიან. რამეთუ მოგუეცა სიბრძნე, არამედ არა ზუაობისათჳს, გარნა სიმდაბლისა. რამეთუ სიმდაბლესა ამას ადგილსა სიწმიდედ სახელ-სდვა, თქუა რაი, ვითარმედ: ბრძნობდინ სიწმიდესა. ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ბრძნობდინ სიმდაბლესა შინა. ხოლო სახელ-სდვა სიმდაბლესა სიწმიდე, რაჲთა გიჩუენოს, ვითარმედ რომელი არა მდაბალ იყოს, მას არცა სიწმიდე აქუს. მოეცემოდეს მაშინ მრავალთა თითოსახენი მადლნი და ვიეთნიმე მათგანნი ზუაობდეს, რომელთა უვაღრესი რაჲმე მადლი აქუნ — ანუ წინაჲსწარმეტყუელებაჲ, ანუ სხუაჲ რაჲმე, — მათ ზედა, რომელთა უდარესნი მადლნი მოეხუნეს; და კუალად, უდარესნი იგი უდიდესთა მათ ეშურებოდეს. ამისთჳს იტყჳს მოციქული, ვითარმედ ნუვინ ბრძნობნ და ზუაობნ უფროჲს წესისა, ნუცა ვინ ეშურებინ მეორესა. არამედ დაჯერებულმცა ხართ ღმრთისა ნიჭთა ზედა, ვითარცა ღმერთმან განუყო თითოეულსა, რამეთუ მან იცის უმჯობესი. ნუცამცა უკუე, რომელსა უდიდესი მადლი აქუს, ზუაობს მას ზედა, რამეთუ ღმრთისა ნიჭი არს, და არა თჳსითა ძალითა მოგებული....
ჰრომაელთა მიმართ 12:13
თარგმანი: ლოცვისა მიერ გჳბრძანებს მოღებად ძალსა კეთილთა მოქმედებისასა, ხოლო ლოცვად გუამცნებს კრძალულებით და შიშით. ამისსა შემდგომად არა ლიტონად გუეტყჳს, ვითარმედ: "მისცემდით საჴმარსა წმიდათასა", არამედ — ეზიარებოდეთო, რამეთუ ჭეშმარიტად მოიღებს უფროჲს, ვიდრეღა მისცემს ყოველი მიმცე[მელი ...], ვინაჲთგან შენ მისცემ საჴმართა, ხოლო იგინი მოგცემენ კადნიერებასა ღმრთისა მიმართ, ოხითა შენთჳს მისსა მიმართ. ამისთჳს შეუდგენს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: "სტუმრისმოყუარებასა სდევდით". ესე იგი არს, ნუ ელი, რაჲთა შენდა მოვიდენ მოქენე რაჲსაცა საჴმრისა, რომელსა ნუუკუე და ჰრცხუენოდის: არამედ შენ მოსდევდ თანაწარმავალსა და მოაქციე იგი შენდა, ვითარ-იგი ჰყოფდეს აბრაჰამ და ლოთ.
...ბელია გარდასულებთანაც, უკვე განსვენებულებთანაც, დაგვირგვინებულებთანაც და არაფრის საჭიროების მქონეებთანაც თანამონაწილეობა სიკვდილის შემდეგაც; რადგან მოისმინე პავლე, რომელიც ამბობს: „წმინდათა ხსენებებს ეზიარებოდეთ“1 (). და როგორ არის შესაძლებელი თანამონაწილეობა? ამბობს იგი. როცა იმ კაცით აღფრთოვანდები, როცა იქმ რაიმეს იმათგან, რისთვისაც იგი დაგვირგვინდა, ცხადია, მასთან ერთად ღვაწლთა და გვირგვინთა მონაწილე გამხდარხარ.
იგი ამბობს: „მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ მას დღესა შინა“ (). „მან მე შემიწყალა“, ამბობს; მაშ, ექნება მისაგებელი იმ საშინელსა და შემაძრწუნებელ დღეს, სადაც დიდი წყალობა გვჭირდება. იგი ამბობს: „მოეცინ მას უფალმან პოვნად წყალობაჲ უფლისა მიერ“ (). ნუთუ ორი უფალია?...