მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 12:17

16. და მასვე ურთიერთას ზრახევდით; ნუ მაღალსა მას ჰზრახავთ, არამედ მდაბალსა მას შეეყვენით; ნუ იქმნებით ბრძენ თავით თჳსით17. და ნუცა ვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ; წინაწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა.18. უკუეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით.
ჰრომაელთა მიმართ თავი 12
17. და ნუცა ვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ; წინაწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა.
თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ ჰგრძნობთ თავით თჳსით და ნუვის ბოროტისა წილ ბოროტსა მიაგებთ (12,16-17).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ნუ შეგირაცხიან თავნი თქუენნი ბრძნად და არღარაჲსა ნაკლულევანად, თუმცა არა გიჴმდა ყოვლადვე სხჳსაგან განკითხვაჲ.

თავი ი̂ზ. მცნებაჲ სათნოებისათჳს ღმრთისა მიმართ და კაცთა, რომელსა შინა იტყჳს ურთიერთას ერთობისათჳს და კეთილადმსახურებისა და უკეთურთა მიმართ უმანკოებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუ იქმნებით ბრძენ თავით თჳსით, და ნუვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ (12,16-17).:

თარგმანი: ესე არს თავით თჳსით ბრძენ ყოფაჲ, რაჟამს კაცი ჰგონებდეს, ვითარმედ: თჳთ კმა-ვეყოფვი თავსა თჳსსა, და არღარაჲ ვისგან მიჴმს ზრახებაჲ. ესევითართა ვაებასა მისცემს წერილი, ვითარმედ: "ვაჲ თავით თჳსით ბრძენთა და წინაშე მათსა მეცნიერთა!" () ხოლო ბოროტისა არა-მიგებად ესრეთ დაგიმტკიცებს, ვითარმედ: უკუეთუ შენ საძაგელ და საწყალობელ გიჩნს მოქმედი ბოროტისაჲ, რად არა ევლტი მსგავსებასა მისსა, არამედ შიგებითა მისდა ნაცვლისაჲთა თანაზიარ იქმნები უღმრთოებისა მისისა!

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის