მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 12:18

17. და ნუცა ვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ; წინაწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა.18. უკუეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით.19. ნუ თავით თჳსით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვასა, რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი.
ჰრომაელთა მიმართ თავი 12
18. უკუეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით.
თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით (12,18).:

თარგმანი: ამისთჳს თქუა "უკუეთუ შესაძლებელ არს", რამეთუ არს ჟამი, რაჟამს არა შესაძლებელ არს მშჳდობისა ქმნაჲ, არცა ჯეროან (ვითარ, რაჟამს იყოს მართლმორწმუნეობისათჳს მწვალებელთა მიმართ შფოთი და წინააღდგომაჲ); გარნა, ოდეს შესაძლებელ იყოს, თქუენ მიერსა მიზეზსა დაბრკოლებისასა ნუვის სცემთო.

თავი ი̂ზ. მცნებაჲ სათნოებისათჳს ღმრთისა მიმართ და კაცთა, რომელსა შინა იტყჳს ურთიერთას ერთობისათჳს და კეთილადმსახურებისა და უკეთურთა მიმართ უმანკოებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: წინაჲსწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა; უკუეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით (12,17-18).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა — "ნუ მიაგებთ ბოროტსა ბოროტისა წილ", აწ იტყჳს, ვითარმედ არა კმა არს ესე ოდენ, არამედ, სიტყჳსაებრ იგავთაჲსა, წინაჲსწარ განიზრახევდით კეთილსა წინაშე ყოველთა კაცთა. ესე იგი არს, რაჲთა არცა ერთსა ვის ვსცეთ მიზეზი გმობისაჲ, არამედ უკუეთუ ოდენ შესაძლებელ იყოს ჩუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ვჰყოფდეთ. რამეთუ კეთილად თქუა: "უკუეთუ შესაძლებელ იყოს", ვინაჲთგან რაჟამს სახურებისა შჯულთათჳს -უგებდეთ წინააღმდგომსა; ანუ ოდეს ჴელსა აღუპყრობდეთ დაწუნებულთა და მიმძლავრებულთა, მაშინ ვერ შესაძლებელ არს მშვდობისა ყოფაჲ, და არა ხოლო უცხოთა, არამედ შორის ქმრისა და ცოლისა იქმნების ბრძანებაჲ განყოფისაჲ, ვითარმედ: უკუეთუ ურწმუნოჲ იგი განეშორებოდის, განეშორენ. ხოლო რომელსა-ესე აწ იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ: რაოდენ შენგან შესაძლებელ იყოს, ნუ სცემ ადგილ დაბრკოლებისა ყოველსა ვის; ესე იგი არს ჰურიასა და წარმართსა. თჳნიერ ამისა, რომელ, რაჟამს ღმრთისმსახურებისათჳს იყოს ღუაწლი იგი, მაშინ დეგ და ჰბრძოდე მტკიცედ, ვიდრე სიკუდიდმდე. არამედ ნუცაღა მაშინ...

სრულად ნახვა
საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. იოსების უმანკოება და სულიერი ბრძოლა:

...ულნი, თავად ეშმაკს სახეში დავარტყათ. ის ვერ იტანს ასეთი იარაღიდან გამოსხივებულ ელვას, და თუნდაც ეცადოს წინააღდგომას, მისი მზერა მაშინვე ბრმავდება. სულიწმიდის მადლი კი უხვად მოეფინება იქ, სადაც უმანკოება, პატიოსნება და სხვა სათნოებები ერთიანდება; ამიტომაც ამბობდა პავლე: „ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით" () და „სიწმიდესა" (). მაშ, გთხოვთ, განვიწმინდოთ სინდისი და გონება, რათა ყოველი არაწმინდა აზრისგან გათავისუფლებულნი, სულიწმიდის მადლი მოვიზიდოთ, ეშმაკის მზაკვრობას ვძლიოთ და საუკუნო, გამოუთქმელი სიკეთეებით ტკბობის ღირსნი გავხდეთ, რისიც ღირსნი გავხდეთ ყველანი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სრულად ნახვა
თავი ა̂. მადლობაჲ ფილიპელთა სათნოებისაჲ და ლოცვაჲ სრულებისა მათისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ამას ვილოცავ, რაჲთა სიყუარული ეგე თქუენი უფროჲს და უმეტეს გარდაერიოს მეცნიერებითა და ყოვლითა ფრთხილებითა (1,9).:

...სა, რაჲთა უწყოდინ, თუ ვიეთი უჴმს სიყუარული. ცხად არს, ვითარმედ —მართლმორწმუნეთა და მარგებელთა სულისათაჲ, ანუ ვიეთ — არა-სიყუარული; ცხად არს, ვითარმედ — ურწმუნოთა და ბოროტადმორწმუნეთა და მავნებელთა სულისათაჲ, რომელთათჳს სხუასა ადგილსა გუეტყჳს, ვითარმედ: "შესაძლებელ თუ იყოს, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით" (). ესე ამისთჳს, რამეთუ საღმრთოჲსა გზისა განმდრეკელთა თანა მშჳდობის-ყოფაჲცა ძლით შესაძლებელ არს, არათუმცა სიყულიცა.

მოციქულისაჲ: რაჲთა გამოიცადოთ თქუენ უმჯობესი იგი, იყვნეთ თქუენ ჭეშმარიტ და დაუბრკოლებელ დღედმდე ქრისტე იესუჲსა (1,10).

თარგმანი: გამოცდილებასა ითხოვს, რაჲთა არა ვნებული სიყუარული შევიწყნაროთ, ვითარცა უვნებელი, და უდარესი ნაწილი მისი შევჰრაცხოთ უმჯობესად, რაჟამს მეგობარმან მან სახითა სიყუარულისა.ითა შთამოგვთესოს სიდრკუვე ანუ სარწმუნოებისა მიმართ, გინა საქმეთა კეთილთა. ამისთჳს გჳჴმს ჭეშმარიტ ყოფაჲ ღმრთისა მიმართ და დაუბრკოლებელ ყოფაჲ ძმათა მიმართ, რამეთუ მრავალთა დააბრკოლებს სიყუარული მორწმუნისაჲ ურწმუნოჲსა მიმართ, და მეგობრობაჲ მართლმადიდებელისაგან მწვალებელისა მიმართ; ხოლო დაბრკოლებაჲ ვისიმე, მიზეზითა სამართალისაჲთა, საშჯელისა თანამდებ ჰყოფს კაცსა, არამედ მარადის საჴმარ არს ჩუ...

სრულად ნახვა