თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "ნაკუერცხალი შეჰკრიბო თავსა მისსა", აწ კუალად ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ მე ესრეთ ვთქუ, შენდა ნუგეშინის-საცემელად, და ბოროტისმოქმედისა — შიშად, გარნა შენ ნუ იძლევი ბოროტისაგან; რამეთუ, უკუეთუ ბოროტისმყოფელსა შენსა კეთილსა ამით გულისსიტყჳთა უყოფდე, რაჲთამცა ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბე მის ზედა, — არა გიძლევიეს ბოროტისადა, არამედ ძლეულ ხარ მის მიერ. არამედ ყოვლითა გულითა შეუნდვე მას, და ღმრთისაგანცა ითხოე, რაჲთა შეუნდოს, და ესრეთ უყავ კეთილი, და მაშინ სძლო ბოროტსა კეთილითა.
19. ნუ თავით თჳსით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვასა, რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი.20. არამედ შიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას; და, სწყუროდის თუ, ასუ მას; რამეთუ ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა.21. ნუ იძლევი ბოროტისაგან, არამედ სძლე კეთილითა მით ბოროტსა მას.
ჰრომაელთა მიმართ თავი 12