თარგმანი: ესე სიტყუანი ზოგად ორთავე მიმართ არიან, რაჲთა არცა სარწმუნოებით მიმღებელი იგი ჭამადთაჲ განიკითხვიდეს ჯერეთ ჰურიაებრთა წესთა მიდევნებულსა მას, არცა კუალად რეცა მმარხველი იგი დაშჯიდეს ამას, ვითარცა ნაყროვანსა, არამედ ზოგად ორნივე განკრძალულ იყვნენ, რაჲთა არარაჲთ დაბრკოლება-სცენ ურთიერთას.
ჰრომაელთა მიმართ 14:13
12. აწ უკუეთუ კაცად-კაცადმან ჩუენმან თავისა თჳსისათჳს სიტყუაჲ მისცეს ღმერთსა.13. ნუღარამცა ურთიერთას განვიკითხავთ, არამედ უფროჲსღა ესე განიკითხეთ, რაჲთა არა დაუდგათ შესაბრკოლებელი გინა საცთური ძმასა.14. ვიცი და მრწამს უფლისა იესუს მიერ, რამეთუ არარაჲ შეგინებულ არს თავით თჳსით; გარნა თუ რომელი-იგი შე-ვინმე-ჰრაცხოს შეგინებულად, იგი არს შეგინებულ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 14