1.ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან.2.ამიერითგან რომელი ადგებოდის ჴელმწიფებასა, ღმრთისა ბრძანებასა ადგების. ხოლო რომელნი-იგი ადგებოდიან, თავისა თჳსისა საშჯელი მიიღონ.3.რამეთუ მთავარნი იგი არა არიან საშინელ კეთილის მოქმედთა, არამედ ბოროტის მოქმედთა. გნებავს თუ, რაჲთა არა გეშინოდის ჴელმწიფებისაგან? კეთილსა იქმოდე და მოიღო ქებაჲ მისგან,4.რამეთუ ღმრთის მსახური არს შენდა კეთილისათჳს. ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბს; რამეთუ ღმრთის მსახურ არს შენდა, რისხვისათჳს შურის მეძიებელ ბოროტის მოქმედთათჳს.5.ვინაჲცა ჯერ-არს დამორჩილებაჲ არა ხოლო რისხვისათჳს, არამედ გონებისათჳსცა იჭჳსა.6.ამისთჳს ხარკსაცა მისცემდით, რამეთუ მსახურნი ღმრთისანი არიან, ამისთჳსცა მოღუაწებასა განკრძალულ არიან.7.მისცემდით უკუე ყოველთა თანა-ნადებსა: სახარკოსა - ხარკი, საზუერესა - ზუერი, საშინელსა - შიში, პატივსა - პატივი.8.ნურაჲმცა ვისი თანა-გაც, გარნა ურთიერთას სიყუარული, რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თჳსი, მან შჯული აღასრულა,9.ვითარმედ: არა იმრუშო, არა კაც-ჰკლა, არა იპარო, არა გული გითქუმიდეს, და სხუაჲ თუ რაჲმე მცნებაჲ არს, ამითვე სიტყჳთა აღესრულების, ვითარმედ: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.10.სიყუარულმან მოყუასსა თჳსსა ბოროტი არა უყვის; აღმასრულებელი სჯულისაჲ სიყუარული არს.11.და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა.12.ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.13.და ვითარცა დღესა შინა, შუენიერად ვიდოდით ნუ სიმღერითა და მთრვალობითა, ნუ საწოლითა და ბილწებითა, ნუ ჴდომითა და შურითა,14.არამედ შეიმოსეთ უფალი იესუ ქრისტე და ჴორცთა ზრახვასა ნუ ჰყოფთ გულის სათქუმელ.
მოციქულისაჲ: ყოველი სული ჴელმწიფებასა მას უმთავრესისასა დაემორჩილენ, რამეთუ არა არს ჴელმწიფებაჲ, გარნა ღმრთისაგან, და რომელნი-იგი არიან ჴელმწიფებანი, ღმრთისა მიერ განწესებულ არიან (13,1).
თარგმანი: ჯეროვნად ცხად ჰყოფს, ვითარმედ შჯული ქრისტესი არა არს მიზეზ შფოთისა და უწესოებისა, რომელ არს უმთავროებაჲ. არამედ ესრეთ სთნავს ღმერთსა, რაჲთა თითოეული ნათესავი ერთისა მის მთავრისა ნებასა დაემორჩილნენ.
ხოლო კუალად, ვინაჲთგან არა ყოველნი მთავარნი წესიერად მთავრობენ, ამისთჳს არა იტყჳს, ვითარმედ...
ძმანო მართლ-მადიდებელნო! დღესა პირველ დაწყებამდე ჩვეულებრივისა სწავლისა და ქადაგებისა, მსურს აღვასრულო საზოგადო ქრისტიანული ჩვეულება აწინდელისა დღისა. იცით თქვენცა, რომ დღეს მწუხრზე ყოველნი ბეჯითნი და ერთგულნი ქრისტიანენი, თანახმად დღევანდელი სახარების ბრძანებისა, გამოითხოვენ შენდობასა პირველად სულიერთა მამათაგან, მერმე ერთი მეორისაგან, რათა ყოველ კაცთან შერიგებულნი, დამშვიდებულითა გულითა და სულითა შეუდგნენ სულიერსა მოღვაწებასა დიდისა მარხვისასა. მეცა, აღმასრულებელი ამ მშვენიერისა ჩვეულებისა და...
ესრეთ მისწერა ოდესმე რომაელთა წმიდამან პავლე მოციქულმა; ხოლო წმიდამან ეკლესიამან განგებ დააწესა წაკითხვა სიტყვათა ამათ თვით შესავალსა დიდისა მარხვისასა და მით გვასწავლა ჩვენ, რომელ იგინი უმეტესად შეეფერებიან პატიოსანთა ამათ დღეთა დიდისა მარხვისათა.
ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, თუ ოდესმე შესაძლებელი არის განღვიძება ცოდვილისა ძილისაგან ცოდვათასა, ეს ახლა, დღეთა ამათ შინა მარხვისათა; თუ ოდესმე შეიძლება სთქვას კაცმა, ახლა არის ჟამი განღვიძებად და ახლა არის უმახლობელეს ჩვენდა ცხოვნება, ეს იქნება...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „გულისჴმა-ყო იესუ უკეთურებაჲ მათი და ჰრქუა: რასა გამომცდით მე, ორგულნო? მიჩუენეთ დრაჰკანი იგი ხარკისაჲ! ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი. ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი? ჰრქუეს მათ: კეისრისაჲ. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. და ესმა რაჲ ესე, დაუკჳრდა და დაუტევეს იგი და წარვიდეს“ (22,18-22).:
...ოონ სიტყუაჲ თქუმად, თუ: კაცთა მორჩილებად გჳბრძანება? ამისთჳს დაურთო: „და ღმრთისაჲ ღმერთსაო“. რამეთუ ჯერ-არს კაცთადა მიცემაჲ მათისა მის წესისაჲ, და ღმრთისა მიცემად, რაჲ-იგი თანანადებ არს ღმრთისა მიმართ, ვითარცა პავლე იტყჳს: „მისცემდით ყოველთა თანანადებსაო: სახარკოსა - ხარკი, საზუერესა - ზუერი, საშინელსა - შიში“.
ხოლო შენ, კაცო, ოდეს გესმას, თუ: „მიეცით კეისრისაჲ კეისარსა“, უწყოდე, ვითარმედ მათ საქმეთა იტყჳს მიცემად კეისრისა, რომელნი ღმრთისმსახურებასა არა ავნებენ, ვითარ არს ხარკი ანუ ზუერი, გინა თუ ესევითარი რაჲმე. ესე არიან კეისრისანი. ხოლო უკუეთუ ესევითარსა რასმე ეძიებდეს კეისარი (რომელ არს მეფე), რომელ სულისა სავნებელ იყოს და ღმრთისაგან განმყოფელ, არა ჯერ-არს მორჩილებაჲ. უკუეთუ ესევი-თარსა რასმე ზედა ვჰმორჩილობდეთ, არა კეისრისაჲ არს იგი საქმე, არამედ ეშმაკისა ხარკი არს და ზუერი ესევითარი იგი.
ესმა რაჲ ესე უკეთურთა მათ, და დაეყვნეს პირნი მათნი, დაუკჳრდა მიუთხრობელი იგი სიბრძნე, ხოლო არავე ჰრწმენა, არცა შეიგონეს, ხედვიდეს რაჲ სასწაულთა მათ ღმრთეებისათა, ვითარ დაფარულსა გულისა მათისასა გამოუცხადებდა. არამედ შეპყრობილნი ურწმუნოებითავე და ჰურიებრითა უკეთურებითა განეშორნეს, ვითარცა იტყჳს მახარებელი, ვითარმედ: „დაუტევეს იგი და წარვიდეს“....
1. სულიერი ვალის დაბრუნება და აბრაამის გამდიდრება (13:1-4):
...ბათ. ამიტომ იქ ბევრი უკმაყოფილებაა ვალის გადახდისას, აქ კი ორივე მხარისთვის დიდი სარგებელია — გადამხდელისთვისაც და მიმღებისთვისაც. ზუსტად ამას გვაუწყებს ნეტარი პავლე სიყვარულის შესახებაც, როცა ამბობს: „ნურაჲმცა ვისი თანა-გაც, გარნა ურთიერთას სიყუარული, რამეთუ რომელსა უყუარდეს მოყუასი თჳსი, მან შჯული აღასრულა" (), — აჩვენებს რა, რომ ეს ვალი, თუმცა მუდამ იხდება, არასდროს წყდება. თუმცა, თქვენც არ უნდა იყოთ დაუდევარნი, როცა ვალის მისაღებად ემზადებით, რადგან თქვენი გულმოდგინება ჩვენ, გადამხდელთ, უფრო მდიდრებს გაგვხდის, და თქვენც მეტ სარგებელს მოგიტანთ.
ასე რომ, თუ ამ ვალის თვისება ისეთია, რომ რაც მეტს ვიხდით, მით მეტად ვამრავლებთ საკუთარ სიმდიდრეს, აი, ბოლოს ვაჩვენებთ, რაშია ჩვენი ვალი, რათა თქვენც მეტი გულმოდგინებით მიიღოთ ჩვენი სიტყვები და, ჩვენი მზადყოფნის დაფასებით, ყურადღებიანი მოსმენით დაგვაჯილდოოთ. მაშ, რაშია ვალი? თქვენ იცით და გახსოვთ, რომ პატრიარქის ცხოვრებიდან შემდეგი გარემოებანი გადმოვეცით: მისი მოგზაურობა ეგვიპტეში შიმშილის გამო, სარრას გატაცება ფარაონის მიერ, და ღვთის რისხვა, რომელიც მან, მართლისთვის მზრუნველმა, როგორც თავად ფარაონს, ისე მთელ მის სახლს აჩვენა, რითაც პატრიარქს ეგვიპტიდან დიდებით სავსე დაბრუნება უზრუნველყო: **...
ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიის ღვთივკურთხეულნო შვილნო::
...იარისა“.
ხოლო წმ. ისააკ ასური ბრძანებს: „ნეტარ არს კაცი, რომელი შეიცნობს თვის უძლურებას, რამეთუ ამის ცოდნა ხდება საწინდარი კეთილწარმატებისა“.
ასეთი ადამიანი განკითხგის ცოდვისაგან თავისუფლდება, თავმდაბლობით იმოსება და ღვთისა და მოყვასის სიყვარულით ივსება. ხოლო „სიყვარულმან მოყვასსა თვსსა ბოროტი არა უყვის“ ().
მაგრამ არიან პიროვნებანი, რომელნიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და თავის მდაბალ „მეს“ ეგოისტურ მოთხოვნილებებს ემონებიან. მათთვის გაუგებარია შეგონება: „იცხოვრე სხვისთვის, თუ გსურს ემსახურო შენს თავს“.
არიან ასევე პიროვნებანი, ბოროტის ქმნის სურვილით შეპყრობილნი, ღვარძლით აღვსილნი, რომელნიც ირგვლივ სიძულვილს თესენ, და სხვაშიც მხოლოდ ბოროტებას ხედავენ. გავიხსენოთ ერთდროს კეთილი მეფე საული, შურის და ეჭვის ნიადაგზე ისე დაეცა, წმ. დავით წინასწარმეტყველის მოკვლა სურდა, თუმც მხოლოდ მისი ფსალმუნები კურნავდა მის სულს.
ასეთი ადამიანები სიყვარულის ნაკლულევანების გამო იტანჯებიან. მათ, მართალია, ხშირად მწუხარება მოაქვთ მოყვასისათვის, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც საკუთარ თავს მტრობენ, რადგან სულიერი სიხარულისთვის სიცოცხლეშივე მკვდარნი არიან, იმქვეყნად კი უცილობელ სატანჯველს იმზადებენ.
ბოროტთა სიბოროტე უნდა გვძულდეს, მაგრამ ქმნილება ღვთისა...