თარგმანი: ამიერითგან ულოცავს უძლურთა მათ, რამეთუ ლოცვაჲ საჴმარ იყო მათდა უფროჲს თანა-ზრახვისა, ხოლო დამტკიცებაჲ რაჲ თქუა, მყის ამხილებს, ვითარმედ ირყევიან. ამისსა შემდგომად აუწყებს ღონესაცა დამტკიცებისა მათისასა, ვითარმედ: ვერ-ვინაჲთ სხჳთ, თჳნიერ სახარებითა ჩემითა. ესე იგი არს, რაჲთა მსგავსად შჯულთა წმიდისა სახარებისათა ცხონდებოდინ. ამას თანა დაჰრთავს, ვითარმედ არა კაცთა მიერ, არამედ იესუ ქრისტეს მიერ რწმუნებულ არს მისდა ქადაგებაჲ იგი სახარებისაჲ მის.
ჰრომაელთა მიმართ 14:24
23. ხოლო რომელი-იგი ორგულებდეს, დაღაცათუ ჭამოს, და-ვე-სჯილ არს, რამეთუ არა სარწმუნოებით ჭამს; და ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს.24. ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს დამტკიცებად თქუენდა, სახარებისაებრ ჩემისა და ქადაგებისა ქრისტე იესუჲსისა, გამოცხადებითა საიდუმლოჲსაჲთა, ჟამთა მათ საუკუნეთა დადუმებულსა,25. ხოლო აწ გამოცხადებულსა წიგნთაგან საწინაწარმეტყუელოთა, ბრძანებითა საუკუნოჲსა ღმრთისაჲთა, დასამორჩილებელად სარწმუნოებასა, ყოველთა მიმართ წარმართთა უწყებულსა,
ჰრომაელთა მიმართ თავი 14