მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 14:25

24. ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს დამტკიცებად თქუენდა, სახარებისაებრ ჩემისა და ქადაგებისა ქრისტე იესუჲსისა, გამოცხადებითა საიდუმლოჲსაჲთა, ჟამთა მათ საუკუნეთა დადუმებულსა,25. ხოლო აწ გამოცხადებულსა წიგნთაგან საწინაწარმეტყუელოთა, ბრძანებითა საუკუნოჲსა ღმრთისაჲთა, დასამორჩილებელად სარწმუნოებასა, ყოველთა მიმართ წარმართთა უწყებულსა,26. მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა, ქრისტე იესუჲს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 14
25. ხოლო აწ გამოცხადებულსა წიგნთაგან საწინაწარმეტყუელოთა, ბრძანებითა საუკუნოჲსა ღმრთისაჲთა, დასამორჩილებელად სარწმუნოებასა, ყოველთა მიმართ წარმართთა უწყებულსა,

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

თავი ი̂თ. სიწმიდისათჳს და მშჳდობისა და ჭამადთათჳს და მარხვისა და დღეთა და უშფოთველისა სიწმიდისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გამოცხადებითა საიდუმლოჲსაჲთა, ჟამთა მათ საუკუნეთა დადუმებულსა, ხოლო აწ გამოცხადებულსა წიგნთაგან საწინაჲსწარმეტყუელოთა (14,24-25).:

მოციქულისაჲ: და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან (13,11).

თარგმანი: რაჲ უწყოდეთ? - გარნა თუ ჟამი ესე შეისწავეთო, რამეთუ მოახლებულ არს აღსასრული, რომლისა შიშისათჳს ვითარცა ძილისაგან გჳჴმს განღჳძებაჲ, განყრაჲ უდებებისა და მცონარებისაჲ, და ესრეთ მოქმედებაჲ კეთილთა საქმეთაჲ.

მოციქულისაჲ: აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ ოდეს-ღა-ესე გურწმენა (13,11).

თარგმანი: უსაკუთრეს არს სიტყუად, ვითარმედ: აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ვიდრე მაშინ, ოდეს-იგი გურწმენა. ესე იგი არს, ვითარმედ აწ უფროჲს მიახლებულ ვართ ჟამსა აღსასრულისა და საუ კუნოჲსა ცხორებისასა, ვიდრეღა მაშინ, ოდეს-იგი ახალმორწმუნე ვიყვენით, დასაბამსა სახარებისა ამის ქადაგებისასა, რამეთუ დღითი-დღე შემცირდების საწუთროჲ ესე, და უმახლობელეს იქმნების დღე აღდგომისა და განშჯისაჲ, რომლისათჳს გჳჴმს უმეტესი განმზადებაჲ, რამეთუ უკუეთუ ჯერისაებრ განმზადებულ ვიყვნეთ, მაშინ ოდენ საცხორებელ არს ჩუენდა დღე განკითხვისაჲ, ხოლო უკუეთუ უნაყოფო და განუმზადებელ ვიყვნეთ, მოსასრველ და წარსაწყმედელ გუექმნეს, გარნა აწ მოციქულმან მართალთა ნაწილისაგან საცხორებელ...

სრულად ნახვა
თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გამოცხადებითა მით საიდუმლოჲსაჲთა, ჟამთა მათ საუკუნეთა დადუმებულისა, რომელი გამოჩნდა აწ წიგნთაგან საწინაჲსწარმთყუელოთა, ბრძანებითა საუკუნოჲსა ღმრთისაჲთა, დასამორჩილებელად სარწმუნოებისა, ყოველთა მიმართ წარმართთა უწყებული, მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა, ქრისტე იესუჲს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე, ამენ (14,24-26).:

მოციქულისაჲ: გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებითა ღმრთისაჲთა, წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად წმიდად, სათნოდ ღმრთისა (12,1).

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "მსხუერპლად", რაჲთა არავინ თქუას თუ — დაკლვასა იტყჳს თავთა თჳსთასა, — ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: "ცხოველად". ხოლო ვითარ იქმნების მსხუერპლად შეწირვაჲ ჴორცთაჲ? გარნა ესრეთ, რამეთუ, რაჟამს თუალნი არარაჲსა ბოროტისა მიმართ მივიდოდინ, არამედ მარადის კეთილსა ხედვიდენ, და ენაჲ არა ბოროტისა სიტყუათა ჰმსახურებდეს, არამედ გალობათა შინა და საღმრთოთა სიტყუათა იქცეოდის და ჴელნი არა ბოროტისა საქმეთა, არამედ კეთილსა იქმოდინ და ესრეთ ყოველნი ასონი სიმართლისა საჭურველ იქმნებოდინ. ესრეთ იქმნებიან ჴორცნი მსხუერპლ ღმრთისა.

მოციქულისაჲ: სიტყჳერი ეგე მსახურებაჲ თქუენი (12,1).

თარგმანი: სიტყჳერი მსახურებაჲ არს უსისხლოჲ იგი მსხუერპლი; ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: წარუდგინენით ჴორცნი თქუენნი მსხუერპლად სათნოდ ღმრთისა, სიტყჳერსა მას და უსისხლოსა შესაწირავსა თანა.

მოციქულისაჲ: და ნუ თანახატ-ექმნებით სოფელსა ამას (12,2).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ სოფელი ესე არა მტკიცე არს,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის