მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 14:26

25. ხოლო აწ გამოცხადებულსა წიგნთაგან საწინაწარმეტყუელოთა, ბრძანებითა საუკუნოჲსა ღმრთისაჲთა, დასამორჩილებელად სარწმუნოებასა, ყოველთა მიმართ წარმართთა უწყებულსა,26. მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა, ქრისტე იესუჲს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 14
26. მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა, ქრისტე იესუჲს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

თავი ი̂თ. სიწმიდისათჳს და მშჳდობისა და ჭამადთათჳს და მარხვისა და დღეთა და უშფოთველისა სიწმიდისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა, ქრისტე იესუჲს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე ამენ (14,26).:

თარგმანი: მხოლო ბრძენ ღმერთ უწოდს მამასა, არა ამისთჳს, ვითარმცა არა ღმერთ იყვნეს ძე და სული; ნუ იყოფინ! არამედ თანა-შეტყუებითა ცუდ-სახელთა მათ კერპ ეწოდების მხოლო ღმერთ, ამის თანა ერთღმრთეებითა ძისა და სულისაჲთა. ხოლო ესე ჭეშმარიტი ებაჲ მამისაჲ იესუ ქრისტეს მიერ ექადაგა წარმართთა. და ამას ჭეშმარიტ დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე, ამენ.

ჳკუმენისი: რრედ სხუებრ შეწყობითა სიტყუათაჲთა უცხადეს ვყოთ დაფარულებაჲ ძალისა მათისაჲ, ვითარმედ: რომელი-იგი შემძლებელ არს იესუ ქრისტეს მიერ დამტკიცებად თქუენდა, მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა და მამასა დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ. ესე იგი არს, ვითარმედ მხოლოდშობილი ძე მისი არს, რომლისა მიერ დაამტკიცებს ღმერთი მამაჲ ყოველთა შერყეულთა, რომელსა შუენის დიდებაჲ უკუნისამდე.

თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: გამოცხადებითა მით საიდუმლოჲსაჲთა, ჟამთა მათ საუკუნეთა დადუმებულისა, რომელი გამოჩნდა აწ წიგნთაგან საწინაჲსწარმთყუელოთა, ბრძანებითა საუკუნოჲსა ღმრთისაჲთა, დასამორჩილებელად სარწმუნოებისა, ყოველთა მიმართ წარმართთა უწყებული, მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა, ქრისტე იესუჲს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე, ამენ (14,24-26).:

მოციქულისაჲ: გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებითა ღმრთისაჲთა, წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად წმიდად, სათნოდ ღმრთისა (12,1).

თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "მსხუერპლად", რაჲთა არავინ თქუას თუ — დაკლვასა იტყჳს თავთა თჳსთასა, — ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: "ცხოველად". ხოლო ვითარ იქმნების მსხუერპლად შეწირვაჲ ჴორცთაჲ? გარნა ესრეთ, რამეთუ, რაჟამს თუალნი არარაჲსა ბოროტისა მიმართ მივიდოდინ, არამედ მარადის კეთილსა ხედვიდენ, და ენაჲ არა ბოროტისა სიტყუათა ჰმსახურებდეს, არამედ გალობათა შინა და საღმრთოთა სიტყუათა იქცეოდის და ჴელნი არა ბოროტისა საქმეთა, არამედ კეთილსა იქმოდინ და ესრეთ ყოველნი ასონი სიმართლისა საჭურველ იქმნებოდინ. ესრეთ იქმნებიან ჴორცნი მსხუერპლ ღმრთისა.

მოციქულისაჲ: სიტყჳერი ეგე მსახურებაჲ თქუენი (12,1).

თარგმანი: სიტყჳერი მსახურებაჲ არს უსისხლოჲ იგი მსხუერპლი; ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: წარუდგინენით ჴორცნი თქუენნი მსხუერპლად სათნოდ ღმრთისა, სიტყჳერსა მას და უსისხლოსა შესაწირავსა თანა.

მოციქულისაჲ: და ნუ თანახატ-ექმნებით სოფელსა ამას (12,2).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ სოფელი ესე არა მტკიცე არს,...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის