მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 14:5

4. შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხჳსა მონასა? თჳსისა უფლისა დგეს, გინა თუ დაეცეს, დგეს სამე, რამეთუ შემძლებელ არს ღმერთი დადგინებად მისდა.5. რომელიმე იმარხავნ დღე-გამოღებით და რომელიმე იმარხავნ ყოველსა დღესა; კაცად-კაცადი თჳსითა გონებითა გულ-სავსე იყავნ.6. რომელი-იგი ზრახვიდეს დღესა მას, უფლისად ზრახავს; და რომელი არა ზრახვიდეს დღესა მას, უფლისადვე არა ზრახავს; და რომელი ჭამს, უფლისად ჭამს, რამეთუ ჰმადლობს ღმერთსა; და რომელი არა ჭამს, უფლისადვე არა ჭამს, და ჰმადლობს ღმერთსა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 14
5. რომელიმე იმარხავნ დღე-გამოღებით და რომელიმე იმარხავნ ყოველსა დღესა; კაცად-კაცადი თჳსითა გონებითა გულ-სავსე იყავნ.
თავი ი̂თ. სიწმიდისათჳს და მშჳდობისა და ჭამადთათჳს და მარხვისა და დღეთა და უშფოთველისა სიწმიდისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელიმე იმარხავნ დღეგამოღებით და რომელიმე იმარხავნ ყოველსა დღესა. კაცად-კაცადი თჳსითა გონებითა გულსავსე იყავნ (14,5).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს სიტყუაჲ ესე ესრეთ: რომელიმე შჯის დღესა დღით შუვა, ხოლო რომელიმე — ყოველსავე დღესა. ესე იგი არს, ვითარმედ: რომელიმე შჯის და განიკითხავს დღე-გამოღებით მმარხველსა. ამისთჳს აყენებს მათ ურთიერთას განკითხვისა და ბრალობისაგან, რაჲთა არა უზომოჲთა ბრალობითა დაიჴსნნენ და ყოვლად ურწმუნო იქმნნენ ახალმორწმუნენი იგი.

ხოლო შენ სიტყუასა ამას მოციქულისასა ნუ საყოველთაოდ გულისჴმა-ჰყოფ, რამეთუ არა აწინდელთაცა, არამედ მაშინდელთა ოდენ შეუნდობს თითოეულსა თჳსითა ნებითა გულსავსე-ყოფად, ვითარცა ჯერეთ ჩჩჳლთა და უძლურთა, და არღარას წინა-აღუდგების მარხვისა და ჭამისათჳს, უკუეთუმცა ოდენ დაადგრეს სარწმუნოებასა ზედა, ვინაჲთგან ორნივე იგი საღმრთოდ ჰყოფდეს: მოკრძალენიცა და არა-მოკრძალენი ჭამადთანი. ხოლო აწ ორივე — მარხვაჲცა და ჭამაჲცა მაშინღა საქებელ იქმნებიან, რაჟამს წესთაებრ საეკლესიოთა და განკანონებითა მოძღუართაჲთა იქმნებოდინ თითოეული მათი.

ჳკუმენისი: მათთჳს ოდენ და არა ყოველთათჳს უთქუამს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ჩჩჳლთა სძედ მისცა თითოეულსა თავისუფლებაჲ მარხვისათჳსცა და...

სრულად ნახვა
თავი ი̂ზ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელიმე იმარხავნ დღეგამოღებით, რომელიმე იმარხავნ ყოველთა დღეთა (14,5).:

თარგმანი: იყვნეს მათ შორის ვიეთნიმე უმეტესად მმარხველნი და განიკითხვიდეს იგინი მცირედ მმარხველთა მათ. ამისთჳს შეჰრისხავს განმკითხველთა მათ და ამცნებს არა-განკითხვად.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის