თარგმანი: ესე სიტყუანი უფროჲსღა სრულისა მის მიმართ თქუმულ არიან, ვითარმედ: ნუ განიკითხავ უსრულსა მას, ნუცა გეშინის, ვითარმედ უგულებელს-ყოს იგი მან, რომელი-იგი არა ხოლო ამას ცხორებასა, არამედ მერმესა მასცა იღუწის და განაგებს მისთჳს.
ჰრომაელთა მიმართ 14:8
7. რამეთუ არავინ ჩუენგანი თავით თჳსით ცოცხალ არს, და არავინ თავით თჳსით მოკუდების;8. რამეთუ გინა თუ ცხოველ ვართ, უფლისად ცხოველ ვართ, და გინა თუ მოვსწყდებით, უფლისა მიერვე მოვსწყდებით; გინა თუ ცოცხალ ვიყვნეთ, გინა თუ მოვსწყდეთ, უფლისანი ვართ.9. რამეთუ ამისთჳსცა ქრისტე მოკუდა და აღდგა და ცხონდა, რაჲთა მკუდართაცა და ცხოველთაცა ზედა უფლებდეს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 14