მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 15:2

1. ხოლო თანა-გუაც ჩუენ ძლიერთა უძლურებათა მათ უსუსურთასა ტჳრთვად და არა თავთა თჳსთა სათნო-ყოფად.2. კაცად-კაცადი ჩუენი მოყუასსა სათნო-ეყოფოდენ კეთილისათჳს აღსაშენებელად.3. და რამეთუ ქრისტჱცა არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო, არამედ ვითარცა წერილ არს: ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 15
2. კაცად-კაცადი ჩუენი მოყუასსა სათნო-ეყოფოდენ კეთილისათჳს აღსაშენებელად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ოზ მოწყალებისათჳს და ძმათმოყუარებისა:

...გულისხმა-ყავთ, რამეთუ პირითა პავლესითა ქრისტჱ იტყოდა. ისმინეთ უკუე, რასა იგი იტყჳს ამის ჯერისათჳს: „ნუ თავისა თჳსისასა ეძიებნ კაცად-კაცადი, არამედ მოყუსისასა თითოეული“. და კუალად იტყჳს: „კაცად-კაცადი მოყუასსა სათნო-ეყოფოდენ კეთილსა ზედა აღსა-შენებელად“. და კუალად იტყჳს: „იყვენით ურთიერთას ტკბილ, მოწყალე, მიმმადლებელ, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ“. ჰხედავა ქებასა ამას ძმათმოყუარებისასა? და კუალად ესეცა გულისხმა-ყავთ: რომელნიმე სათნოვებანი ჩუენ შორის ოდენ დაადგრებიან, და რომელნიმე სხუათა მიმართცა მიიწევიან. ესე იგი არს, მარხვაჲ და მო-ღუაწებაჲ და ქალწულებაჲ და მსგავსნი ამათნი მოქმედთა ხოლო მათთა სარგებელ ეყოფვის, ხოლო მოწყალებაჲ და სიყუარული და სწავლაჲ და უცხოთმოყუარებაჲ და მსგავსნი ამათნი ჩუენცა სარგებელ გუეყოფვიან და ჩუენ მიერ სხუათა მიმართცა მიიწევიან, და ამისთჳს უაღრეს და უპატიოსნეს არიან.

ისმინე უკუე, ამის ჯერისათჳსცა რასა იტყჳს მოციქული: „შე-ღათუვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუველად და სიყუარული არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ სარგებელ არს ჩემდა“.

სრულად ნახვა