თარგმანი: რაჲთა არა თქუან ჰრომთა, ვითარმედ: "ნართაულად და თანა-წარსავალად გზისა შეურაცხიეს ხილვაჲ ჩუენი", ამისთჳს დაჰრთო მოციქულმან სიტყუაჲ სიყუარულისაჲ, ვითარმედ: "თქუენ მიერ წარვიგზავნო მუნ", და არავე კმა-იყოფს ამას, არამედ შესძინებს, ვითარმედ: "ესე მაშინ, რაჟამს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, პირველად თქუენ მიერ ზოგს-რაჲმე აღვივსო; რამეთუ სრულიადი აღვსებაჲ აღმოგდებისა მიზეზ არს, ამისთჳს ზოგს-რაჲმე აღვსებასა იტყჳს, რომელი-ესე მამასა და მოძღუარსა თჳს-ეყვის, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ვერ რომელი ჟამი კმა-მეყოფის მე სრულიად აღვსებად სიყუარულისაგან თქუენისა.
23. ხოლო აწ არღარა მაქუნდა მე ადგილი ამიერ კერძოთა ამათ ადგილთა და მსურის მოსლვად თქუენდა მრავლით წლითგან.24. და უკეთუ წარვიდოდი სპანიად, მოვიდე თქუენდა, რამეთუ ვესავ, ვითარმედ მი-რაჲ-ვიდოდი მუნ, გიხილნე თქუენცა, და თქუენ მიერ წარვიგზავნო მუნ, უკუეთუ თქუენითა ხილვითა ზოგს-რაჲმე განვძღე პირველად.25. ხოლო აწ ესერა წარვალ იერუსალჱმდ მსახურებად წმიდათა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 15