მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 15:28

27. ჯერ-იჩინეს და თანამდებცა არიან მათა. რამეთუ უკუეთუ სულიერთა მათ თანა-ეზიარნეს წარმართნი, თანა-აც და ჴორციელთა მათ შინა მსახურებად მათდა.28. ესე უკუე აღვასრულო და დავჰბეჭდო ნაყოფსა მას მათსა. და წარვიდე თქუენ მიერ სპანიად.29. ხოლო ესე უწყი, რამეთუ მო-რაჲ-ვიდოდი თქუენდა, სავსებითა მით კურთხევისა სახარებისა ქრისტესითა მოვიდე.
ჰრომაელთა მიმართ თავი 15
28. ესე უკუე აღვასრულო და დავჰბეჭდო ნაყოფსა მას მათსა. და წარვიდე თქუენ მიერ სპანიად.
თავი ი̂თ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ სულიერთა მათ მათთა ეზიარნეს წარმართნი, თანა-აც ჴორციელითაცა მსახურებად მათდა. ესე აღვასრულო და დავჰბეჭდო ნაყოფსა მას მათსა და წარვიდე თქუენ მიერ სპანიად. ხოლო ესე უწყი, ვითარმედ, მო-რაჲ-ვიდოდი თქუენდა, სავსებითა მით კურთხევისა სახარებისა ქრისტესისაჲთა მოვიდე. გლოცავ თქუენ, ძმანო, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა და სიყუარულითა მით სულისაჲთა, თანამოღუაწე მექმნენით მე ლოცვითა ჩემთჳს ღმრთისა მიმართ, რაჲთა განვერე ურჩთა მათგან ჰურიასტანს, და რაჲთა მსახურებაჲ ჩემი იერუსალჱმს შეწირულ იყოს წმიდათა მიმართ, რაჲთა მხიარულებით მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა (15,27-32).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ იერუსალჱმს გამოჩნდა პირველად სარწმუნოებაჲ და ზიარ მისა იქმნეს წარმართნიცა, და ამისთჳს თანა-აც, რაჲთა ამათცა ჴორციელად ჰმსახურონ მუნ მყოფთა მათ წმიდათა, ვითარცა ამათ მათ მიერ მოიღეს სარწმუნოებისა ქადაგებაჲ.

თავი კ̂ა. ქადაგებისა თჳსისათჳს და მსახურებისა აღმოსავალეთს და დასავალეთს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ესე უკუე აღვასრულო, და დავჰბეჭდო ნაყოფსა მას მათსა, და წარვიდე თქუენ მიერ სპანიად (15,28).:

მოციქულისაჲ: უკადნიერესად-რე მივწერე თქუენდა, ძმანო, ზოგს-რე, რაჲთა მოგაჴსენო თქუენ მადლითა მით, რომელი მოცემულ არს ჩემდა ღმრთისა მიერ (15,15).

თარგმანი: რაჲთა არა მიმყოვრებულითა მხილებითა განაკრთვნეს იგინი, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ უმეტეს კადნიერ ყოფასა სწამებდეთ თქუმულთა ჩემთა, არამედ ცანთ, ვითარმედ არავე სრულებით, არამედ ზოგებით-რე მიმხილებიეს თქუენდა; არა სამოძღურებელითა სიტყჳთა, არამედ მოსაჴსენებელითა ოდენ. და ესეცა არა თავით თჳსით მიქმნიეს, არამედ მადლითა მით, რომელი ღმრთისა მიერ მომეცა მე.

მოციქულისაჲ: რაჲთა ვიყო მე მსახურ იესუ ქრისტესსა წარმართთა მიმართ (15,16).

თარგმანი: კუალად დაიმდაბლებს თავსა თჳსსა, ვითარმედ არა ხოლო სიტყუასა მოძღურებისასა, არამედ ვერცაღა მოჴსენებისასა კადნიერ-ვიქმნებოდე მოწერად, არათუმცა წარმართთა მიმართი სახარებაჲ რწმუნებულ იყო ჩემდა იესუ ქრისტეს მიერ.

მოციქულისაჲ: მღდელობის მოღუაწე სახარებისა მის ღმრთისა (15,16).

თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა ნაცვალად მღდელობის მოღუაწისა ესრეთ ითქუმოდის, ვითარმედ მემსხუერპლე სახარებისა მის ღმრთისა; ესე იგი არს, ვითარმედ: სხუათა - სხუაჲ, და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის