თარგმანი: ორნი ესენი არიან მიზეზ მხიარულებით მოქცევისა მისისა, რაჲთა განერეს ურჩთა მათგან, და რაჲთა შეწყნარებულ იქმნას ძღუენი მისი, და კუალად, ნებასავე ღმრთისასა დამოჰკიდებს ჰრომედ წარსლვასა მისსა. ხოლო შენ იხილე სიმდაბლე მისი, ვითარ არა ეტყჳს მათ, ვითარმედ: "მოვიდე და გასწავო ანუ გმოძღურიდე", არამედ —თქუენ თანა განვისუენოო, ესე იგი არს, ზოგად ვიშუებდეთ; თქუენ ჩემ თანა, მოძღურებითა ჩემითა; და მე — თქუენ თანა, მოღებითა სარწმუნოებისაჲთა.
ჰრომაელთა მიმართ 15:32
31. რაჲთა განვერე ურჩთა მათგან ჰურიასტანს და რაჲთა მსახურებაჲ ჩემი იერუსალჱმს შეწირულ იყოს წმიდათა მიმართ,32. რაჲთა მხიარულებით მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა და თქუენ თანა განვისუენო.33. ხოლო ღმერთი მშჳდობისაჲ იყავნ თქუენ ყოველთა თანა. ამინ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 15