თარგმანი: ვითარცა არაღირსი თავით თჳსით ვედრებად, იესუ ქრისტეს და სულისა წმიდისა მიერ ევედრების. ხოლო შენ ნუ შესძრწუნდები, ვითარ მამაჲ არა აჴსენა ძისა და სულისა თანა; რამეთუ რომელიცა ერთი მათგანი აჴსენოს, სამნივე უჴსენებიან, ვითარცა მრავალგზის გჳთქუამს, რამეთუ ერთ არს არსებაჲ და ბუნებაჲ მათი. არამედ იხილე გარდამატებული სიმდაბლე პავლესი, ვითარ ლოცვასა ითხოვს მოწაფეთა მიერ, არა რაჲთა იბრძოლოს ანუ სძლოს ურჩთა მათ სახარებისათა, არამედ რაჲთა ყოვლად ეკუეთოს-ვე არა; სიტყჳსაებრ მოძღურისა და უფლისა თჳსისა, ვითარმედ: "ილოცევდით, რაჲთა არა შეხვიდეთ განსაცდელსა" (), რაჲთა გამოაჩინოს სიბოროტე და მგელთ მიმსგავსებულობაჲ მათი.
ჰრომაელთა მიმართ 15:31
30. ხოლო გლოცავ თქუენ, ძმანო, უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტესა და სიყუარულითა მით სულისაჲთა, თანა-მოღუაწე მექმნენით მე ლოცვათა შინა ჩემთჳს ღმრთისა მიმართ.31. რაჲთა განვერე ურჩთა მათგან ჰურიასტანს და რაჲთა მსახურებაჲ ჩემი იერუსალჱმს შეწირულ იყოს წმიდათა მიმართ,32. რაჲთა მხიარულებით მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა და თქუენ თანა განვისუენო.
ჰრომაელთა მიმართ თავი 15