მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 15:6

5. ხოლო ღმერთმან მოთმინებისამან და ნუგეშინის-ცემისამან მოგეცინ თქუენ იგივე ზრახვად ურთიერთარს ქრისტეს იესუჲს მიერ,6. რაჲთა ერთბამად ერთითა პირითა ადიდებდეთ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.7. ამისთჳს შეიწყნარებდით ურთიერთარს, ვითარცა-იგი ქრისტემან შეგიწყნარნა თქუენ სადიდებლად ღმრთისა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 15
6. რაჲთა ერთბამად ერთითა პირითა ადიდებდეთ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.
თავი ი̂ჱ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან მოთმინებისა და ნუგეშინისცემისამან მოგეცინ თქუენ იგივე ზრახვად ურთიერთას ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა ერთითა პირითა ადიდებდეთ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა. ამისთჳს შეიწყნარებდით ურთიერთას, ვითარცა-იგი ქრისტემან შეგიწყნარნა თქუენ სადიდებელად ღმრთისა. რამეთუ ვიტყჳ ქრისტესა მსახურ-ყოფილსა წინადაცუეთილებისა ჭეშმარიტებისათჳს ღმრთისა, რაჲთა მტკიცე იყოს აღთქუმაჲ იგი მამათაჲ (15,5-8).:

მოციქულისაჲ: თანა-გუაც ჩუენ ძლიერთა უძლურებანი იგი ტჳრთვად უსუსურთანი, და თავთა თჳსთა სათნო-ყოფად კაცად-კაცადი ჩუენი, არამედ მოყუასსაცა სათნო-ეყოფოდენ კეთილისათჳს აღსაშენებელად, რამეთუ ქრისტჱცა არა თავსა თჳსსა სათნო-ეყო (15,1-3).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ ძნელ იყო წინაშე ქრისტესა, უკუეთუმცა ენება, რაჲთამცა არა ჯუარცუმულ იყო. არცამცა ყუედრებულ იყო, უკუეთუმცა თჳსსა ოდენ ეძიებდა. არამედ თჳსი საქმე უგულებელს-ყო, და ჩუენი მოიძია, და ამისთჳს იგინა და იგუემა, და მრავალთა შორის ვითარცა ბოროტისმოქმედი შეირაცხა ჩუენთჳს, და ჩუენთჳს ესე ყოველი თავს-იდვა. ეგრეთვე ჩუენცა, ნუმცა მარადის ჩუენსა ვეძიებთ, არამედ მოყუასსაცა სათნო-ვეყუნეთ კეთილსა ზედა და ნუ ბოროტსა, რამეთუ იქმნების ბოროტსაცა ზედა სათნოყოფაჲ.

მოციქულისაჲ: არამედ ვითარცა წერილ არს, ყუედრებანი მაყუედრებელთა შენთანი დამეცნეს ჩემ ზედა, რამეთუ რავდენნი-იგი წინაჲსწარ დაიწერნეს, ჩუენდა სამოძღურებელად წანაჲსწარ დაიწერნეს, რაჲთა მოთმინებითა და ნუგეშინის-ცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს (15,3-4).

თარგმანი: ესე სიტყუაჲ ქრისტეს მაგიერ არს მამისა მიმართ, ვითარმედ: არარაჲ...

სრულად ნახვა
თავი კ̂. მსგავსებისათჳს ქრისტეს ძჳრუჴსენებლობისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა ერთბამად, ერთითა პირითა ადიდებდეთ ღმერთსა და მამასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა (15,6).:

თარგმანი: მარადის ზოგადად შეჰრაცხს მოციქული სამთათჳსვე, რომლისაცა ერთისათჳს თქუას დიდებაჲ, — მამისა გინა ძისა ანუ სულისა წმიდისაჲ, რამეთუ ერთ არს, ვითარცა ღმრთეებაჲ და ბუნებაჲ, ეგრეთვე პატივი და დიდებისმეტყუელებაჲ — რომლისათჳსცა ითქუას, სამთა მათგანისა გუამისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის