...ხოლო ჩუენ ვივლტოდით ამათ საქმეთაგან და ვადიდებდეთ ძესა მხოლოდშობილისა ღმრთისასა არა ამით ოდენ მართლაღსაარებისა დიდებითა, არამედ საქმეთაცა მიერ კეთილთა, რამეთუ მართლმორწმუნეობაჲ ოდენ თჳნიერ საქმეთა კეთილთა არა სარგებელ არს, რამეთუ „უკუეთუ შენ ჰურია სახელ-გედების, და განისუენებ შჯულსა ზედა და იქადი ღმრთისა მიერ“, აწ უკუე „რომელი-ეგე ასწავებ სხუასა, თავსა შენსა არა ასწავება? რომელი-ეგე შჯულსა ზედა იქადი, გარდასლვითა შჯულისაჲთა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ?“
აწ უკუე, ძმანო, ვიხილოთ ჩუენცა, ნუუკუე სიმართლესა ზედა სარწმუნოებისასა ვიქადოდით, და არა ვიქმოდით საქმეთა, რომელნი სარწმუნოებასა მას ჩუენსა შეეტყუებოდიან, და ამისთჳს განვარისხებდეთ ღმერთსა ჩუენ ზედა, და ჩუენ მიერ იგმებოდის სახელი მისი. რამეთუ ჯერ-არს, რაჲთა ქრისტეანჱ მოძღუარი იყოს ყოვლისა სოფლისაჲ და ნა-თელ და მარილ და საფუვარ კეთილთა საქმეთა, ვითარცა უფალი იტყჳს.
ხოლო რაჲ არს ნათელ-ყოფაჲ? ესე იგი არს ცხორებაჲ ბრწყინვალჱ და კეთილი, რომელსა შინა არცა ერთი იქმნების სიბნელჱ, რამეთუ ნათელი არა თავისა თჳსისა საჴმარ არს, არცა მარილი, არცა საფუვარი, არამედ სხუათა მიმართ გამოაჩინებნ საჴმარებასა თჳსსა. ეგრეთვე უკუე ჩუენგანცა არა თავთა ჩუენთა ოდენ...