თარგმანი: ამას ყოველსა ზედა ჯერ-იყო თქუმად, ვითარმედ: რომელთა ესოდენნი საქმენი მიიხუენით ღმრთისა მიერ, და არა დაიმარხენით, უზეშთაესისა სატანჯველისა თანამდებ ხართ, რამეთუ ცოდვაჲცა თქუენი გულისჴმის-ყოფით არს. გარნა არა ეტყჳს ესრეთ განჩინებით, არამედ კითხვის სახედ ჰყოფს სიტყუასა თჳსსა, და მასვე მოასწავებს.
ჰრომაელთა მიმართ 2:22
21. რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ;22. რომელი ჰქადაგებ არა-პარვასა, იპარავ; რომელი იტყჳ არა მრუშებასა, იმრუშებ; რომელსა გძაგან კერპნი, საკურთხეველსა სძარცუავ;23. რომელი შჯულითა იქადი, გარდასლვითა მაგით შჯულისაჲთა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ?
ჰრომაელთა მიმართ თავი 2