მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 2:21

20. მასწავლელად უგუნურთა, მოძღურად ჩჩჳლთა და გაქუს ხატი იგი მეცნიერებისაჲ და ჭეშმარიტებისაჲ შჯულსა შინა,21. რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ;22. რომელი ჰქადაგებ არა-პარვასა, იპარავ; რომელი იტყჳ არა მრუშებასა, იმრუშებ; რომელსა გძაგან კერპნი, საკურთხეველსა სძარცუავ;
ჰრომაელთა მიმართ თავი 2
21. რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 8. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. საქმით სწავლება და ჭეშმარიტი მარხვა:

...კი — სწავლება. თუ საქმე წინ უსწრებს, მის უკან სწავლება რომ არც მოყვეს, თავად საქმეები სიტყვებზე გაცილებით ნათლად ასწავლიან მათ, ვინც ჩვენ გვიმზერს. ამრიგად, ყოველთვის ვეცადოთ ჯერ საქმით ვასწავლოთ, შემდეგ კი — სიტყვითაც, რათა ჩვენც არ მოგვესმას პავლესგან: „რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ" ()? და, როცა ვისურვებთ ვინმეს რაიმე საჭიროს ჩავაგონოთ, ჯერ თავად ვეცადოთ ამის გაკეთებას, რომ უფრო თამამად მოვძღვრავდეთ; ჩვენი მთელი მზრუნველობა სულის ცხონებაზე იყოს და იმაზე, როგორ დავიმორჩილოთ ხორციელი ვნებები და ჭეშმარიტი მარხვა შევასრულოთ, ანუ ბოროტებისგან თავშეკავება, რადგან მარხვა სწორედ ამაშია. საკვებისგან თავშეკავებაც იმისთვის მიგვიღია, რომ ხორცის ძალა შევასუსტოთ და ეს ცხენი ჩვენი მორჩილი გავხადოთ. მარხულობს ვინც — მას უპირველეს ყოვლისა რისხვის დამორჩილება სჭირდება, სიმშვიდესა და შემწყნარებლობას უნდა ეჩვეოდეს, ჰქონდეს შემუსვრილი გული, განდევნოს უწმინდური სურვილები იმ ჩაუქრობელი ცეცხლისა და მიუკერძოებელი განკითხვის წარმოდგენით, იყოს ფულის ანგარებაზე მაღლა, მოწყალებაში დიდი გულუხვობა გამოიჩინოს, სულიდან განდევნოს ყოველგვარი ბოროტება მოყვასისადმი. აი, ეს არის ჭეშმარიტი მარხვა, როგორც ესაიაც ამბობს ღვთის სახელით: **„არა ესე მა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ნბ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ნბ სათნოებისათჳს:

...მეთა კეთილთა არა სარგებელ არს, რამეთუ „უკუეთუ შენ ჰურია სახელ-გედების, და განისუენებ შჯულსა ზედა და იქადი ღმრთისა მიერ“, აწ უკუე „რომელი-ეგე ასწავებ სხუასა, თავსა შენსა არა ასწავება? რომელი-ეგე შჯულსა ზედა იქადი, გარდასლვითა შჯულისაჲთა ღმერთსა შეურაცხ-ჰყოფ?“

აწ უკუე, ძმანო, ვიხილოთ ჩუენცა, ნუუკუე სიმართლესა ზედა სარწმუნოებისასა ვიქადოდით, და არა ვიქმოდით საქმეთა, რომელნი სარწმუნოებასა მას ჩუენსა შეეტყუებოდიან, და ამისთჳს განვარისხებდეთ ღმერთსა ჩუენ ზედა, და ჩუენ მიერ იგმებოდის სახელი მისი. რამეთუ ჯერ-არს, რაჲთა ქრისტეანჱ მოძღუარი იყოს ყოვლისა სოფლისაჲ და ნა-თელ და მარილ და საფუვარ კეთილთა საქმეთა, ვითარცა უფალი იტყჳს.

ხოლო რაჲ არს ნათელ-ყოფაჲ? ესე იგი არს ცხორებაჲ ბრწყინვალჱ და კეთილი, რომელსა შინა არცა ერთი იქმნების სიბნელჱ, რამეთუ ნათელი არა თავისა თჳსისა საჴმარ არს, არცა მარილი, არცა საფუვარი, არამედ სხუათა მიმართ გამოაჩინებნ საჴმარებასა თჳსსა. ეგრეთვე უკუე ჩუენგანცა არა თავთა ჩუენთა ოდენ სარგებელსა ეძიებს ღმერთი, არამედ სხუათასაცა, რამეთუ მარილი უკუეთუ არა შეამარილებდეს, არა არს მარილ. ;

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „უკუეთუ ვინმე დაჰჴსნეს ერთი მცნებათა ამათგანი უმცირესთაჲ და ასწაოს ესრეთ კაცთა, უმცირეს ეწოდოს მას სასუფეველსა ცათასა; ხოლო რომელმან ყოს და ასწაოს, ამას დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა“ (5,19).:

...ელი და მომატყუებელ კეთილისა ყოფაჲ, არამედ სხუათაცა, და არა ერთ არს სასყიდელი თავისა თჳსისა ხოლო მოქცევისაჲ და უკუეთუ თავისა თჳსისა თანა მოყუასსაცა ვინ მიზეზ ცხორებისა ექმნას; რამეთუ ვითარცა სწავლაჲ თჳნიერ საქმისა დასჯის მასწავლელსა, ვითარცა იტყჳს მოციქული: „რომელი-ეგე ასწავებ მოყუასსა, თავსა თჳსსა არა ასწავებ?“ ეგრეთვე, უკუეთუ ვინ იქმოდის კეთილსა და ჟამსა წესიერსა და ოდეს ჯერ-იყოს სხუათაცა არა მიუთხრას უმჯობესი, დაამცირებს სასყიდელსა შრომისა მისისასა.

ჯერ-არს უკუე ორსავე შინა სრულ-ყოფად და პირველად თავისა თჳსისა განმართებაჲ და ესრეთ სხუათაცა მოძღურებად შესლვაჲ; რამეთუ ამისთჳს თავადმანცა საქმე უწინარეს სწავლისა განაწესა, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ ესრეთ იქმნების კეთილად სწავლაჲ სხუათაჲ, ოდეს პირველად შენ ჰქმნე, რაჲთა არა გესმას: „მკურნალო, განიკურნე თავი შენი“; რამეთუ რომელმან ვერ უძლოს თავისა თჳსისა სწავლად და ჴელყოს სხუათა მოძღურებად, მრავალთა მიერ განიკიცხოს და იყუედროს და უფროჲსღა ვერცა შეუძლოს სწავლად, რაჟამს საქმენი სიტყუასა უგებდენ მას. ხოლო უკუეთუ ორკერძოვე სრულ-ყოს - თჳსითაცა საქმითა და სხუათაცა სწავლითა - ესევითარსა მას ჭეშმარიტად დიდ ერქუას სასუფეველსა ცათასა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ...

სრულად ნახვა