მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 2:27

26. აწ უკუე, უკუეთუ წინადაუცუეთელი იგი სიმართლესა შჯულისასა იმარხავს, არა-მე წინადაუცუეთელობაჲ იგი მისი წინადაცუეთილებად შეერაცხოსა?27. და გშჯიდეს ბუნებით წინადაცუეთელი იგი, შჯულისა აღმასრულებელი, შენ, რომელი-ეგე წიგნითა და წინადაცუეთითა შჯულისა გარდამავალ ხარ!28. რამეთუ არა რომელი-იგი ცხადად ჰურიაჲ არს, არცა რომელი ცხადად ჴორცითა წინადაცუეთილ,
ჰრომაელთა მიმართ თავი 2
27. და გშჯიდეს ბუნებით წინადაცუეთელი იგი, შჯულისა აღმასრულებელი, შენ, რომელი-ეგე წიგნითა და წინადაცუეთითა შჯულისა გარდამავალ ხარ!
პირი მესამე ჭეშმარიტისა მის ჰურიებისა და წინადაცუეთილებისათჳს
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და გშჯიდეს (2,27).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: დაგსაჯნეს თქუენ. რამეთუ რომელთა არცა შჯული აქუნდა, არცა წინაჲსწარმეტყუელნი, იცნეს ჭეშმარიტებაჲ, და თქუენ შჯულითა და ჭეშმარიტებითა მით წინაჲსწარმეტყუელთაჲთა არა სცანთ ჭეშმარიტებაჲ და ამისთჳს დაგსაჯნენ თქუენ წარმართთაგანთა მათ, ვითარცა თქუმულ არს, ვითარმედ კაცნი ნინეველნი აღდგენ და დაშჯიდენ ნათესავსა ამას.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის