...მისა და სლვისა მისგან გზათაჲსა, არამედ უფროჲსად განსაცდელი მოიწია მის ზედა, რაოდენცა უმეტესი შრომაჲ თავს-იდვა), ეგრეთვე სულნი, რომელნი უწინარეს აღსასრულისა დავარდენ შრომათაგან; ამაო იქმნა ღუაწლი მათი. ამისთჳსცა პავლე იტყოდა, ვითარმედ: „პატივი და დიდებაჲ მათა, რომელნი მოთმინებითა საქმეთა კეთილთაჲთა რბიოდიან“, რომელსაცა მოწაფეთათჳს იქმს აწ ქრისტე. რამეთუ ვინაჲთგან შეიწყნარნა იგინი, და იგინი იხარებდეს მის თანა, და მერმე მოიწია ჟამი ვნებისაჲ, და სიტყუანი იგი მწუხარებისანი ესმოდეს და ეგულებოდა სიხარულისა მათისა დაჴსნად, ამისთჳსცა ვინაჲთგან მრავალნი სიტყუანი მიუთხრნა მათ და ნუგეშინის-სცა, მერმე ჰრქუა მათ:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს“ (15,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა განმეშორნეთ მე, არცა დაჰჴსნათ სრბაჲ თქუენი. რამეთუ გიხაროდა თქუენ ჩემ თანა და ფრიად მხიარულ იყვენით, არამედ მოიწია მწუხარებაჲ, გარნა აწ მე დავჰჴსნი მას, რაჲთა აღსასრულადმდე სიხარული იგი თქუენ თანა იყოს. და უჩუენებს მათ, ვითარმედ არა მწუხარებისა ღირს არს ჟამი იგი, არამედ სიხარულისა. რამეთუ გიხილენო დაბრკოლებულნი და არა უგულებელსვყავ, არცა თუ ვთქუ: რად არა ჰგიან ახოვნებით?...