თარგმანი: მათ მაგიერ იტყჳს სიტყუასა ამას, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: სთქუათ თქუენ თუ — უკუეთუ ვითარცა შენ იტყჳ და არად სარგებელ არს არცა ჰურიებაჲ, არცა წინადაცუეთაჲ, არამედ უფროჲსად სავნებელ არს და საშჯელისა თანამდებ ჰყოფენ მოქმედთა მისთა, მაშა რაჲსათჳს გამოგჳრჩინა ჩუენ ღმერთმან, ანუ რაჲსათჳს გჳბრძანა წინადაცუეთაჲ? ჯერ-იყო უკუე სიტყჳსა მათისა მიმართ ესე სიტყუაჲ თქუმად, ვითარმედ: სახე იყო იგი წინადაცუეთაჲ ამის სულიერისა წინადაცუეთისა, სარწმუნოებისა მიერისაჲ, და შჯული იგი ძუელი — ამის ახლისა შჯულისაჲ. გარნა მოციქულმან ესე არა თქუა, არამედ სხუაჲ თქუა მათისა სიტყჳსა წინააღმდგომი, რომელი უმეტესად შესაწყნარებელ იყო, ვითარმედ: კეთილ იყოო ჰურიებაჲ, რამეთუ ისწავეს გზაჲ ცხორებისაჲ, და მოიღეს შჯული, მასწავლელი კეთილთა საქმეთაჲ. უკუეთუ კულა არა დაიცვეს, თავთა თჳსთა აბრალებედ. რამეთუ მე აწ მათთჳს ვიტყჳ, რომელნი არა გარდაჰჴდეს შჯულისა მცნებათა.
ჰრომაელთა მიმართ 3:1
1. რაჲ-მე უკუე უმეტეს არს ჰურიისა მის, ანუ რაჲ-მე სარგებელი არს წინადაცუეთილებისაჲ?2. ფრიად ყოვლითავე სახითა, პირველად უკუე, რამეთუ ჰრწმენნეს სიტყუანი ღმრთისანი.
ჰრომაელთა მიმართ თავი 3