📋 სარჩევი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „თჳსთა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).
თ ა რ გ მ ა ნ ი: უკუეთუ პირველნი იგი სიტყუანი გაჴსოვდენ, გულსმოდგინებით აღვაშენოთ ნაკლულევანიცა იგი, ვითარცა წარმართებულნი და განმარჯუებულნი, რამეთუ უკუეთუ პირველთქუმულნი იგი გაჴსოვდენ, თქუენცა კეთილად ისწაოთ ყოველივე და ჩუენ არა ფრიადი შრომაჲ შემამთხჳოთ, რამეთუ რომელი პირველსწავლულსა წარსწყმედდეს, მას მარადის ეჴმარების მასწავლელი და ვეროდეს იქმნას სწავლულ. ხოლო რომელი სწავლულსა დაიმარხვიდეს და ესრეთ სიტყუასა მიიღებდეს, ადრე იქმნას იგი მოსწავლისა წილ მოძღუარ და არა თავსა თჳსსა ოდენ, არამედ სხუათაცა არგოს, ვითარცა აწ არს კრებული ესე სწავლისმოყუარე და კეთილად დამმარხველი სწავლისა მის.
ხოლო მოვედით აწ, და დავდვათ საუნჯეთა შინა სულთა თქუენთასა ვეცხლი იგი საღმრთოჲ და გამოვიძინეთ დღეს აღმოკითხულნი ესე სიტყუანი, ვითარცა მადლმან სულისა წმიდისამან მოგუცეს. რამეთუ თქუა მახარებელმან პირველთა მათთჳს ჟამთა, ვითარმედ: „სოფელმან იგი ვერ იცნა“,1 და მერმე მოვიდა სიტყჳთა თჳსითა ჟამთა მათ თანა ქადაგებისათა და იტყჳს:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თჳსთა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11). თ ა რ გ მ ა ნ ი: თჳსად ამას ადგილსა ჰურიათა იტყჳს, ვითარცა ერსა რჩეულსა, და კუალად ყოველთაცა კაცთა იტყჳს, ვითარცა მის მიერ დაბადებულთა. და ვითარცა ზემო განკჳრვებით იტყოდა, ვითარმედ: სოფელი იგი რომელი მის მიერ იქმნა, ვერ იცნა მან დამბადებელი, ეგრეთვე აქა ჰურიათაცა და სხუათა მათ მრავალთა უგულისხმოებასა ზედა იტყოდა განკჳრვებული, ვითარმედ: „თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“. და არა ესე ოდენ, არამედ ყოველთაცა წინაჲსწარმეტყუელთა უკჳრდა ამის საქმისათჳს და იტყოდეს ესრეთვე, და კუალად პავლეცა მოციქული ამასვე იტყჳს განკჳრვებით. რამეთუ წინაჲსწარმეტყუელნი იტყოდეს, ვითარმედ: „ერი, რომელი არა ვიცოდე, მემონა, მორჩილებითა ყურისაჲთა ისმინა ჩემი; შვილნი უცხო-თანი მეცრუვნეს მე, შვილნი უცხოთესლთანი განჰკრთეს და კელობდეს ალაგთა მათთაგან“;2 და კუალად: „რომელთა არა მიეთხრა მისთჳს, იხილონ იგი, და რომელთა არა ასმიოდა იგი, გულისხმა-ყონ“.3 ხოლო მოციქული პავლე იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ ვთქუათ? რამეთუ წარმართნი რომელნი არა სდევდეს სიმართლესა, პოვეს სიმართლჱ. და ისრაჱლი
1 იოან. 1,10. 2 ფსალმ. 17,44-46. 3 ესაია 52,15.
სდევდა სიმართლესა, და შჯულსა სიმართლისასა ვერ მიიწია“.1 და არსცა საკჳრველ, თუ ვითარ, რომელნი-იგი წინაჲსწარმეტყუელთა წიგნებსა შინა აღზრდილ იყვნეს და მარადღე მოსჱსგან ესმოდა ქრისტჱსთჳს და სხუათა წინაჲსწარმეტყუელთაგან და თავადსაცა ქრისტეს ჰხედვიდეს მარადღე მოქმედად სასწაულთა მათ, და მათ ოდენ ასწავებდა და არა შეუნდობდა მოწაფეთა წარმართთა მიმართ წარსლვად და არცა ქალაქად სამარიტელთა შესლვად; და არცა თავადი იქმოდა ამას, არამედ მარადის იტყოდა, ვითარმედ: „ცხოვართათჳს წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა მოვლინებულ ვარ“.2 და ამას ყოველსა ზედა ესრეთ დაიბრმნეს თუალნი მათნი და დაიყვნეს ყურნი მათნი და არა მოვიდეს ყოვლადვე ქრისტეს სარწმუნოებისა მიმართ.
ხოლო წარმართთა არარაჲ აქუნდა ესევითარი, არცა ოდეს სიტყუანი საღმრთონი ასმიოდეს, არცა თუ სიზმრივ ეხილვნეს ესევითარნი საქმენი, არამედ მარადის ზღაპართა და უკეთურებათა შექცეულ იყვნეს, მსახურებასა ღმერთთა მტყუართასა, ძელთა და ქვათასა, რომელნი უშჯულოებითა თაყუანის-იცემებოდეს, და ესევითარნი იგი მეყსა შინა, ვი-თარცა ზეცით გამოსრულნი, ესრეთ ბრწყინვალედ გამოჩნდეს. ხოლო სადაჲთ იქმნა ესე და ვითარ, ისმინე პავლესი, რამეთუ მან ნეტარმან ფრიად გამოიძია საქმე ესე და პოვა მიზეზი მისი და გუასწავა. ისმინე უკუე მისი, რომელი იტყჳს მიზეზსა ესევითარისა მის სიბრმისა მათისასა და ღაღადებს, ვითარმედ: „უმეცარ იყვნეს იგინი სიმართლესა ღმრთისასა და თჳსსა ნებასა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილნეს“,3 და ამისთჳს შეემთხჳა მათ ესე ყოველი. და კუალად იგივე სხუასა ადგილსა სიტყუასა ამას გამოსთარგმანებს და იტყჳს: „აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? წარმართნი, რომელნი არა ეძიებდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისაგან. და ისრაჱლი სდევდა შჯულსა მას სიმართლისასა, და შჯულსა მას სიმარ-თლისასა ვერ მისწუთა. რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, რამეთუ შებრკოლდეს ლოდსა მას შებრკოლებისასა“.4 ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, ვითარმედ ურწმუნოებაჲ ექმნა მათ მიზეზი ესოდენთა მათ ბოროტთა, ხოლო ურწმუნოებაჲ შვა ამპარტავანებამან. რამეთუ ვინაჲთგან პირველ უპატიოსნეს იყვნეს წარმართთასა, ვინაჲთგან ღმერთი იცოდეს, და სხუათა მათთჳს საქმეთა, რომელთა იტყჳს მოციქული, ხოლო შემდგომად ქრისტეს მოსლვისა იხილეს, რამე-თუ სწორითა პატივითა იყვნეს ორნივე, ჰურიანიცა და წარმართნი, და არარაჲ აქუნდა მეტად წინადაცუეთილებისა, ამისთჳს იწყლნეს ამპარტავნებისა მიერ და მეუფისა იგი კაცთმოყუარებაჲ და მიუწდომელი სა-
1 რომ. 9,30-31. 2 მათ. 15,24. 3 რომ. 10,3. 4 რომ. 9,30-32.
ხიერებაჲ ვერ თავს-იდვეს. ხოლო ესე არასადაჲთ შეემთხჳა, გარნა კაცთმოძულებისა და ამპარტავანებისაგან.
რაჲ გევნების თქუენ, ჵ უფროჲს ყოველთა კაცთა უგუნურნო? რაჲ გევნების სხუათა კეთილისაგან? ანუ თქუენნი კეთილნი მოგაკლდესა სხუათა კეთილის-ყოფისაგან? ჭეშმარიტად ბრმა არს უკეთურებაჲ და ვერარას შემძლებელ არს კეთილისა გულისხმის-ყოფად, რამეთუ იწყლა გული მათი, რამეთუ სხუანიცა იყვნეს ზიარ კეთილთა მათთა, და ამისთჳს თავნი თჳსნი განიგუმირნეს მახჳლითა და უცხო იქმნნეს კაცთმოყუარებისაგან ღმრთისა. ვითარცა იტყჳს თჳთ უფალი: „მოყუასო, არა გავნებ შენ. ხოლო მნებავს ამისიცა მიცემაჲ, ვითარცა-იგი შენ“.1 და უფროჲსად არცა ამათ სიტყუათა ღირს არიან იგინი, რამეთუ მუშაკი იგი დაღაცათუ დრტჳნვიდა, არამედ აქუნდა სიტყუაჲ შრომისა მისთჳს ყოვლისა მის დღისა და ჭირისა და ოფლისათჳს, ხოლო ამათ არარაჲ აქუნდა ესევითარი, არამედ უდბებაჲ და უკეთურებაჲ და ბევრეულნი ცოდვანი, რომლითა შეეცოდა მათცა ღმრთისადა მსგავსად წარმართთასა. და ამისთჳს მოციქული იტყჳს: „არა არს განყოფილებაჲ ჰურიისა და წარმარ-თისა, რამეთუ ყოველთა ცოდეს და დააკლდებიან დიდებასა ღმრთისასა, ხოლო განმართლდებიან ცუდად მადლითა მისითა“.2 და კუალად იტყჳს: „რომელთა შჯულსა შინა ცოდეს, შჯულითა ისაჯნენ“,3 ესე იგი არს, ვი-თარმედ უძჳრესი მიიღონ საშჯელი, რაჟამს ამხილებდეს გონებაჲცა და შჯულიცა, და არა ამისთჳს ოდენ, არამედ ამისთჳსცა, რომელ მათ მიერ „სახელი ღმრთისაჲ იგმობოდა წარმართთა შორის“,4 ვითარცა წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს. ამისთჳსცა, იტყოდა რაჲ საქმეთათჳს საწარმარ-თოთა მოციქული, მეყსეულად იწყო მათისა მისთჳსცა უშჯულოებისა სიტყუად, ვითარმედ სარწმუნოებისაგანცა გარდაიქცეს და საქმეთა ბოროტთა იქმნნეს მოქმედ, ვითარცა ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი იტყოდეს მათისა უკეთურებისათჳს. და მერმე იტყჳს: „ვიცით, რამეთუ შჯული რაოდენსაცა იტყჳს, შჯულისათა მათ ეტყჳს, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, რამეთუ ყოველთა ცოდეს“.5
აწ უკუე რაჲსათჳსღა აღიმაღლებ თავსა შენსა, ჰურიაო? რამეთუ დაყოფილ არს შენიცა ეგე უგულისხმოჲ პირი და კადნიერებაჲ ეგე შენი და საშჯელისა თანამდებ ხარ, რამეთუ დაღაცათუმცა კეთილი გექმნა და არამცა შეცთომილ იყავ, მაშინცა არა თანაგედვა წუხილი სხუათა ცხორებისათჳს, და ესე უკეთურისა გონებისა საქმჱ არს, და უფროჲსად, რა-ჟამს არა შენითა დაჭირვებითა იყო მათი წყალობაჲ, რამეთუ უკუეთუმცა სხუათა ცხორებაჲ შენთა კეთილთა ავნებდა, მაშინმცა სიტყუაჲ გაქუნ-
1 შდრ. მათ. 20,13-14. 2 შდრ. რომ. 3,22-24. 3 რომ. 2,12. 4 ესაია 52,5; რომ. 2,24. 5 შდრ. რომ. 3,19,23.
და, დაღაცათუ უგულისხმოჲ არს იგიცა. უკუეთუ კულა არცა ტანჯვითა მით სხუათაჲთა მოგეცემის უმეტესი კეთილი, არცა ცხორებითა მათითა გევნების შენ, რაჲსათჳს ესრეთ ბოროტსა აღადგენ თავსა ზედა შენსა ამისთჳს, რომელ სხუანი უსასყიდლოდ მიიღებენ? და ვითარცა ვთქუ, დაღაცათუმცა კეთილისმოქმედ იყავ, არავე გიჴმდა სხჳსა კეთილსა ზედა წუხილი. ვინაჲთგან უკუე შენცა გიცოდავს და გიქმნიეს ბოროტი, და ჯერეთ სდრტჳნავვე სხუათა კეთილისათჳს და ჰგონებ, ვითარმედ შენ ოდენ ღირს ხარ მადლსა ყოველსავე, ესე არა ოდენ შურისა საქმჱ არს, არამედ ძირი იგი ყოველთა ბოროტთაჲ გაქუს - ამპარტავანებაჲ, რომლისათჳს ბრძენი იგი იტყჳს, ვითარმედ: „დასაბამი ცოდვისაჲ არს ამპარტავანებაჲ“1 და დედაჲ და წყაროჲ და ძირი.
სწავლაჲ თ ამპარტავანებისათჳს
ეგრეთ დაეცა პირველქმნული იგი ნეტარისა მისგან ცხორებისა. და კუალად ეშმაკიცა, რომელმან-იგი აცთუნა, ამითვე სახითა დაეცა სიმაღლისა მისგან დიდისა. ამისთჳსცა იცოდა უკეთურმან მან ცოდვისა მის ძალი, ვითარმედ ზეცით გარდამოგდებადცა შემძლებელ არს. ამისთჳს ადამს მითვე სახითა ებრძოლა და დასცა, რამეთუ აღაზუავა იგი აღთქუმითა მით სწორ ღმრთისა ყოფისაჲთა და ესრეთ დასცა და შთაჴადა ქუესკნელთა ჯოჯოხეთისათა. რამეთუ არარაჲ ესრეთ უცხო-ჰყოფს კაცსა ღმრთისაგან და მისცემს გეჰენიასა ცეცხლისასა, ვითარ ამპარტავანებისა მძლავრებაჲ, რამეთუ რაჟამს იგი ჩუენ თანა იყოს, ყოველივე ცხორებაჲ ჩუენი არაწმიდა არს, გინა თუ ქალწულებასა ვიქმოდით, ანუ თუ მარხვასა, ანუ ლოცვასა, ანუ მოწყალებასა, ანუ სხუასა რას, რამეთუ „არაწმიდა არს და საძაგელ წინაშე უფლისა ყოველი მაღალი გულითა“.2
დავაცხროთ უკუე ამპარტავანებაჲ ჩუენი, უკუეთუ გუნებავს, რაჲ-თა ვიყვნეთ წმიდა და განვთავისუფლდეთ საშჯელისა მისგან, რომელი მიელის ეშმაკსა, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ნუ ახალნერგ, რაჲ-თა არა აღჰზუავნე და საშჯელსა და საფრჴესა ეშმაკისასა არა მიეცე“.3 არამედ განვერნეთ ამას უშჯულოებისა საქმესა, უკუეთუ გულისხმავყოთ ბუნებაჲ ჩუენი და ცოდვათა ჩუენთა სიმრავლჱ მოვიჴსენოთ და მერმეთა მათ სატანჯველთა სიმწარე და სოფლისა ამის საქმეთა ამაოებაჲ, რამეთუ არარაჲთ უმჯობჱს არს თივისა და ყუავილთა მათ არისათა უადვილჱსად დაჭნების.
1 ზირ. 10,13. 2 იგავ. 16,5. 3 შდრ. 1 ტიმ. 3,6.
უკუეთუ ამას ყოველსა ვიგონებდეთ და სათნოებათა მათ წმიდათასა ვჰბაძვიდეთ, ვეროდეს დაგუცნეს ეშმაკმან ამპარტავანებითა. ხოლო ღმერთმან მდაბალთამან, სახიერმან და ტკბილმან მოგუანიჭოს ჩუენცა და თქუენცა გული შემუსრვილი და მდაბალი, რაჲთა ესრეთ შეუძლოთ სხუათაცა სათნოებათა წარმართებად და დიდებად უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.