თარგმანი: უჩუენა მათ, ვითარმედ არარაჲ სარგებელ ეყოფვის შჯულისაგან, და მოიყვანნა სურვილად, თუ ვითარ ცხოვნდენ. და აწ უჩუენებს მათ ქრისტეს სარწმუნოებასა და ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ იტყჳთ თუ — ვინაჲთგან შჯულითა ვერ ვცხონდებით, თჳნიერ შჯულისა ვითარ ვცხონდეთ, — მე გითხრა: სიმართლითა ღმრთისაჲთა, რომელი-იგი თჳნიერ შჯულისა მოგუეცა, რამეთუ, ვინაჲთგან ღმერთი არს მომცემელ, ნუღარა იჭუეულ ხარ, ჵ კაცო.
ჰრომაელთა მიმართ 3:21
20. რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი წინაშე მისსა, რამეთუ შჯულისაგან არს გამოცნობაჲ ცოდვისაჲ.21. ხოლო აწ თჳნიერ შჯულისა სიმართლე ღმრთისაჲ გამოჩინებულ არს წამებული შჯულისა მიერ და წინაწარმეტყუელთა,22. ხოლო სიმართლე ღმრთჲსაი სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ყოველთა მიმართ და ყოველთა ზედა მორწმუნეთა, რამეთუ არა არს განწვალება,
ჰრომაელთა მიმართ თავი 3