1.რაჲ-მე უკუე უმეტეს არს ჰურიისა მის, ანუ რაჲ-მე სარგებელი არს წინადაცუეთილებისაჲ?2.ფრიად ყოვლითავე სახითა, პირველად უკუე, რამეთუ ჰრწმენნეს სიტყუანი ღმრთისანი.3.არამედ რაჲ? ურწმუნო თუ ვინმე იქმნეს, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა?4.ნუ იყოფინ, იყავნ ღმერთი მხოლოჲ ჭეშმარიტ, და ყოველი კაცი ცრუ, ვითარცა წერილ არს: რაჲთა განჰმართლდე სიტყჳთა შენითა და სძლო შჯასა შენსა.5.უკუეთუ სიცრუე ჩუენი სიმართლესა ღმრთისასა შეეტყუების, რაჲ-მე ვთქუათ? ნუუკუე სიცრუვე არსა ღმრთისა თანა, რომელმან მოავლინის რისხვაჲ მისი? კაცობრივ ვიტყჳ.6.ნუ იყოფინ! უკუეთუ არა, ვითარ საჯოს ღმერთმან სოფელი?7.უკუეთუ ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ ჩემითა მით სიცრუითა აღემატა სადიდებელად მისსა, რაჲსაღა მე ვითარცა ცოდვილი ვისაჯები?8.და არა ვითარცა ვიგმობვით, და ვითარცა იტყჳან ვინმე ჩუენდა სიტყუად, ვითარმედ ვქმნეთ ბოროტი, რაჲთა მოგჳჴდეს ჩუენ კეთილი? რომელთა განკითხვაჲ საშჯელსა შინა არს.9.აწ უკუე რაჲ წინა-მე-ვჰმატთა? არა სამე, რამეთუ წინაწარვე ვაბრალეთ ჰურიათა და წარმართთა ყოველთა ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ.10.ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ არცაღა ერთ,11.არავინ არს გულისჴმისმყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა;12.ყოველთავე მიაქციეს ერთბამად და უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანმცა ქმნა სიტკბოებაჲ, არავინ არს მიერთადმდე.13.სამარე ზეაღებულ არს ჴორჴი მათი; ენითა მათითა ზაკუვიდეს; გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა,14.რომელთაჲ პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს.15.მალე არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა;16.შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ არს გზათა მათთა;17.და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს.18.არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა.19.ხოლო ესე უწყით, რამეთუ რაოდენსა შჯული იტყჳს, მათ ეტყჳს, რომელნი-იგი შჯულსა ქუეშე არიან, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, და საშჯელსა თანა-მდებ იყოს ყოველი სოფელი ღმრთისაჲ,20.რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი წინაშე მისსა, რამეთუ შჯულისაგან არს გამოცნობაჲ ცოდვისაჲ.21.ხოლო აწ თჳნიერ შჯულისა სიმართლე ღმრთისაჲ გამოჩინებულ არს წამებული შჯულისა მიერ და წინაწარმეტყუელთა,22.ხოლო სიმართლე ღმრთჲსაი სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა ყოველთა მიმართ და ყოველთა ზედა მორწმუნეთა, რამეთუ არა არს განწვალება,23.რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა,24.ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოჴსნითა მით იესუ ქრისტესითა.25.რომელი-იგი წინაწარ განჰმზადა ღმერთმან სალხინებელად სარწმუნოებითა თჳსითა მით სისხლითა, გამოჩინებად სიმართლისა მისისა, მოტევებითა მით პირველთა ცოდვათაჲთა,26.თავს-დებითა ღმრთისაჲთა გამოჩინებად სიმართლისა მისისა ამათ ჟამთა, რაჲთა იყოს იგი მართალ და განმამართლებელ სარწმუნოებისაგან იესუჲსისა.27.სადა უკუე არს სიქადული იგი? და-მე-ყენებულ არსა? რომლითა-მე შჯულითა? საქმეთაგან-მეა? არა, არამედ შჯულისაგან სარწმუნოებისა.28.რამეთუ ვიტყჳთ განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა თჳნიერ საქმეთა შჯულისათა.29.ანუ ჰურიათაჲ-მე ხოლო არსა ღმერთი და არა წარმართთაჲცა? ჰე, წარმართთაჲცა.30.ვინაჲთგან ერთ არს ღმერთი, რომელმან განამართლის წინადაცუეთილი სარწმუნოებითა და წინადაუცუეთელი მითვე სარწმუნოებითა.31.აწ შჯულსა ნუ განვაქარვებთა სარწმუნოებითა მით? ნუ იყოფინ. არამედ შჯულსა დავამტკიცებთ.
მოციქულისაჲ: არა-მე წინადაუცუეთილებაჲ იგი წინადაცუეთილებად შეერაცხოსა? (2,26).
თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ ჴორციელი წინადაცუეთაჲ აწ არღარად საჴმარ არს, არამედ სულიერი ჯერ-არს, რამეთუ უკუეთუ წარმართთაგანთა მათ წინადაუცუეთელად ჰრწმენეს ღმერთი და იქმოდინ საქმეთა კეთილთა მათ, შეერაცხოს წინადაცუეთილებად ჭეშმარიტად.
მოციქულისაჲ: და გშჯიდეს (2,27).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: დაგსაჯნეს თქუენ. რამეთუ რომელთა არცა შჯული აქუნდა, არცა წინაჲსწარმეტყუელნი, იცნეს ჭეშმარიტებაჲ, და თქუენ...
მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ? წინა-მე-ვჰმატთაა? — არა სამე (3,9).
თარგმანი: ზემო თქუა, ვითარმედ: რაჲ-მე უმეტეს არს ჰურიისა და მიუგო, ვითარმედ: ჰე, ესე უმეტეს არს, რომელ შჯული მოიღეს ღმრთისა მიერ. ხოლო აქა კუალად იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ მოეცა შჯული, ვინაჲთგან გარდაჰჴდეს, არარაჲ აქუს უმეტესი, არამედ უდარესცა არიან, რამეთუ გულისჴმის-ყოფით ცოდვიდეს, რომელ-იგი უძჳრეს არს. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რასა იტყჳთ; რაჲ უმეტესი გაქუს ჰურიათა წარმართთასა, ანუ რაჲთა ვჰმატთ? — არარაჲთაო; რამეთუ ყოველნი...
მოციქულისაჲ: აწ უკუე, რაჲ? [წინა-მე-ვჰმატთა? — არა სამე, რამეთუ წინაჲსწარვე ვაბრალეთ ჰურიათა] და წარმართთა ყოველთაჲ ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ, არცაღა ერთ, არავინ არს გულისჴმის-მყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაჲ; არავინ არს მიერთადმდე. სამარე ზე-ღებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს. გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა, რომელთა პირი...
პავლესი: რამეთუ რჩულისაგან არს გამოცნობაჲ ცოდვისაჲ (3,20).
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ რჩულისა საქმჱ ესე არს, რაჲთა ოდენ გამოგიცხადოს შენ ცოდვაჲ და მიერითგან შენი არს, უკუეთუ გინდეს სივლტოლაჲ, ცოდვისაგან, და უკუეთუ არა ივლტოდი, მერმე მოიყვანებ შენ ზედა სასჯელსა და გექმნას საქმჱ იგი და მეცნიერებაჲ რჩულისაჲ უმეტესისა სასჯელისა მიზეზ.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ერსა მას ჰრწმენა, რომელთა არა იციან შჯული; წყეულ არიან“ (7,49).:
...ბრალებდით და შეასმენდით თქუენ უფალსა ამისთჳს, თუ მთავართა მისი არა ჰრწმენა, რამეთუ არა სიმართლისაჲ არს საქმჱ ესე; რამეთუ თქუენცა ურწმუნო იქმნენით ღმრთისა, ვითარცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „რაჲ, უკუეთუ ურწმუნო ვიეთნიმე იქმნნეს ღმრთისა, ნუუკუე ურწმუნოებამან მათმან სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ განაქარვოსა? ნუ იყოფინ!“ რამეთუ წინაჲსწარმეტყუელნი მარადის აყუედრებდეს მათ და ეტყოდეს: „ისმინეთ, მთავარნო სოდომისანო“; და კუალად: „მთავარნი შენნი ურწმუნო არიანო“; და კუალად: „არა თქუენი არსო ცნობაჲ საშჯელისაჲ“, და მარადის ამას აყუედრებდეს მათ. რაჲ არს უკუე? ღმერთსა ვინ აბრალოსა ამისთჳს, რომელ ურწმუნო ვიეთნიმე იყვნეს? ნუ იყოფინ! რამეთუ ესე ბრალობაჲ მათი არს, რომელთა არა ჰრწმენა, არა მისი, რომლისაჲ არა ჰრწმენა. ანუ რაჲ ვინ პოვოს სხუაჲ უმეტესი სასწაული თქუენისა უსწავლელობისაჲ? და ვითარ არა იცით შჯული უფროჲს ამისა, რომელ მისი არა გრწამს? ხოლო ვინაჲთგან თქუეს, თუ: „ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ჰრწმენა? არამედ ერსა მას, რომელმან არა იცის შჯული“, ამისთჳს აბრალებს მათ ნიკოდემოს და ეტყჳს:
ხოლო იყვნეს იერუსალემს დამკჳდრებულ ჰურიანი, კაცნი ღმრთის მოშიშნი, ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქუეშე (2,5).:
...ოვლისაგან ნათესავისა და დაღაცათუ იპოების ნათესავი, რომელსა შინა მაშინ არა იყო ჰურიაჲ, არცა აწ ქრისტეანე, არამედ ეგრეცა წერილი "ყოელად" უწოდს სიმრავლესა ნათესავთასა, ვითარ-იგი რაჟამს თქუას: "მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ჴორციელსა" () და "არავინ არს მართალ არცა ერთ" () და "ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტესსა" (). აწ უკუე მრავალი იპოების უცხოჲ სულისაგან, და იპოების ვინმე მართალცა და მეძიებელ ქრისტესსა, არამედ წერილსა ჩუეულებაჲ აქუს, რაჲთა სიმრავლესა ვიეთსამე "ყოვლად" უწოდდეს.
და იყო რაჲ ჴმაჲ ესე, შეკრბა სიმრავლე ერისაჲ შეშფოთნეს (2,6).
თარგმანი: ვინაჲთგან სახლსა შინა იყო ჴმაჲ იგი ზეცით ოხრისაჲ, ამისთჳს გარე მყოფნი მუნ შეისწრაფდეს ხილვად, რამეთუ შეშფოთებულ იყვნეს და ჰგონებდეს, ვითარმედ აწვე მიეჴადების მათ პატიჟი ქრისტეს მკლველობისაჲ, რამეთუ მხილებითა სჳნიდისისაჲთა, ვითარცა წინაშე თუალთა, აქუნდა მოსისხლეობაჲ თჳსი.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თჳსთა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს“ (1,11).:
...მათისა მისთჳსცა უშჯულოებისა სიტყუად, ვითარმედ სარწმუნოებისაგანცა გარდაიქცეს და საქმეთა ბოროტთა იქმნნეს მოქმედ, ვითარცა ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი იტყოდეს მათისა უკეთურებისათჳს. და მერმე იტყჳს: „ვიცით, რამეთუ შჯული რაოდენსაცა იტყჳს, შჯულისათა მათ ეტყჳს, რაჲთა ყოველი პირი დაიყოს, რამეთუ ყოველთა ცოდეს“.
აწ უკუე რაჲსათჳსღა აღიმაღლებ თავსა შენსა, ჰურიაო? რამეთუ დაყოფილ არს შენიცა ეგე უგულისხმოჲ პირი და კადნიერებაჲ ეგე შენი და საშჯელისა თანამდებ ხარ, რამეთუ დაღაცათუმცა კეთილი გექმნა და არამცა შეცთომილ იყავ, მაშინცა არა თანაგედვა წუხილი სხუათა ცხორებისათჳს, და ესე უკეთურისა გონებისა საქმჱ არს, და უფროჲსად, რა-ჟამს არა შენითა დაჭირვებითა იყო მათი წყალობაჲ, რამეთუ უკუეთუმცა სხუათა ცხორებაჲ შენთა კეთილთა ავნებდა, მაშინმცა სიტყუაჲ გაქუნდა, დაღაცათუ უგულისხმოჲ არს იგიცა. უკუეთუ კულა არცა ტანჯვითა მით სხუათაჲთა მოგეცემის უმეტესი კეთილი, არცა ცხორებითა მათითა გევნების შენ, რაჲსათჳს ესრეთ ბოროტსა აღადგენ თავსა ზედა შენსა ამისთჳს, რომელ სხუანი უსასყიდლოდ მიიღებენ? და ვითარცა ვთქუ, დაღაცათუმცა კეთილისმოქმედ იყავ, არავე გიჴმდა სხჳსა კეთილსა ზედა წუხილი. ვინაჲთგან უკუე შენცა გიცოდავს და გიქმნიეს ბოროტი, და ჯერეთ სდრტჳნავვე სხუათა კეთილისათჳს...