მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 3:24

23. რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა,24. ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოჴსნითა მით იესუ ქრისტესითა.25. რომელი-იგი წინაწარ განჰმზადა ღმერთმან სალხინებელად სარწმუნოებითა თჳსითა მით სისხლითა, გამოჩინებად სიმართლისა მისისა, მოტევებითა მით პირველთა ცოდვათაჲთა,
ჰრომაელთა მიმართ თავი 3
24. ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოჴსნითა მით იესუ ქრისტესითა.
პირი დ მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომლითა განმართლდებიან კაცნი უსასყიდლოდ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა, ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა (3,23-24).:

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: ნუ იტყჳ შენ, ჰურიაო, თუ წარმართთა მეტად ცოდეს. ნუ იყოფინ; რამეთუ თქუენცა, ჰურიანი, და წარმართნიცა სწორად შეცოდებულნი ხართ და დაკლებულნი დიდებისაგან ღმრთისა და ქველისმოქმედებისა, რამეთუ, უკუეთუ საქმეთაებრ საჯოს, ყოველნივე დაკლებულ ხართ მისსა დიდებასა, ხოლო რომელნიცა ცხონდენ, გინა თუ ჰურიანი, გინა თუ წარმართნი, უსასყიდლოდ ცხოვნდებიან მადლითა მისითა სარწმუნოებისა მიერ; რამეთუ ამას მოასწავებს, ვითარმედ: რომელიცა განმართლდეს, რავდენცა მოღუაწე იყოს, უსასყიდლოდ ცხოვნდების და არარაჲ აქუს სხუაჲ, თავისა თჳსისა მიერი, გარნა სარწმუნოებაჲ.

თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არა არს განწვალება, რამეთუ ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა, ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოჴსნითა მით იესუ ქრისტესითა, რომელი-იგი წინაჲსწარ განჰმზადა ღმერთმან სალხინებელად სარწმუნოებითა თჳსითა მით სისხლითა (3,22-25).:

მოციქულისაჲ: აწ უკუე, რაჲ? [წინა-მე-ვჰმატთა? — არა სამე, რამეთუ წინაჲსწარვე ვაბრალეთ ჰურიათა] და წარმართთა ყოველთაჲ ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ, არცაღა ერთ, არავინ არს გულისჴმის-მყოფელ, არავინ არს გამომეძიებელ ღმრთისა; ყოველთავე მიაქციეს ერთბამად, უჴმარ იქმნნეს; არავინ არს, რომელმანცა ქმნა სიტკბოებაჲ; არავინ არს მიერთადმდე. სამარე ზე-ებულ არს ჴორჴი მათი, ენითა მათითა ზაკუვიდეს. გესლი ასპიტთაჲ ბაგეთა მათთა, რომელთა პირი წყევითა და სიმწარითა სავსე არს. მალე არიან ფერჴნი მათნი დათხევად სისხლისა. შემუსრვაჲ და უბადრუკებაჲ არს გზათა მათთა, და გზაჲ მშჳდობისაჲ არა იცნეს. არა არს შიში ღმრთისაჲ წინაშე თუალთა მათთა (3,9-18).

თარგმანი: ვინაჲთგან ორკერძოვე აბრალა ჰურიათა და წარმართთა, აწ შეუდგენს, ვითარმედ არარაჲთ ვჰმატთ ჩუენ მათ, რომელნი-იგი ბრა ვყვენით. არცა რას სხუასა ვიტყჳთ უმეტეს მათსა ქონებასა, თჳნიერ სარწმუნოებისა, რომელი-იგი მადლით განმამართლებს ჩუენ, და არა საქმეთაგან. ხოლო ვინაჲთგან ენება დ<span...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის