თარგმანი: ზემო თქუა, ვითარმედ: რაჲ-მე უმეტეს არს ჰურიისა და მიუგო, ვითარმედ: ჰე, ესე უმეტეს არს, რომელ შჯული მოიღეს ღმრთისა მიერ. ხოლო აქა კუალად იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ მოეცა შჯული, ვინაჲთგან გარდაჰჴდეს, არარაჲ აქუს უმეტესი, არამედ უდარესცა არიან, რამეთუ გულისჴმის-ყოფით ცოდვიდეს, რომელ-იგი უძჳრეს არს. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: რასა იტყჳთ; რაჲ უმეტესი გაქუს ჰურიათა წარმართთასა, ანუ რაჲთა ვჰმატთ? — არარაჲთაო; რამეთუ ყოველნი ცოდვასა ქუეშე ვიქმნენით, ჰურიანიცა და წარმართნი.
8. და არა ვითარცა ვიგმობვით, და ვითარცა იტყჳან ვინმე ჩუენდა სიტყუად, ვითარმედ ვქმნეთ ბოროტი, რაჲთა მოგჳჴდეს ჩუენ კეთილი? რომელთა განკითხვაჲ საშჯელსა შინა არს.9. აწ უკუე რაჲ წინა-მე-ვჰმატთა? არა სამე, რამეთუ წინაწარვე ვაბრალეთ ჰურიათა და წარმართთა ყოველთა ცოდვასა ქუეშე ყოფაჲ.10. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: არავინ არს მართალ არცაღა ერთ,
ჰრომაელთა მიმართ თავი 3